пятница, 1 ноября 2019 г.


 სსიპ ქალაქ ქუთაისის, N7სკოლის

მათემატიკის მასწავლებელ ნინო ბარათაშვილი
ბიოლოგიის მასწავლებელ ლალი კურცხალია

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
,,ტრანზიტულობა და მისი როლი ტრანსფერული ცოდნის განვითარებაში“

ანგარიში
                           2018– 2019სასწავლო წელი

მკვლევარები მადლობას უხდიანქუთაისის N 7სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს კოლეგიალობისა და დახმარებისათვის, ასევე კვლევაში მონაწილე ყველა მოსწავლეს და მშობელს კვლევაში თანადგომისათვის.


სარჩევი
1.შესავალი .............................................................................................................            გვ.3
1.1 საკვლევისაკითხის/პრობლემისაქტუალობა ............................................გვ.6
1.2  სავარაუდომიზეზები........................................................................................        გვ.8
1.3კვლევისმიზანი..................................................................................................         გვ.8
1.4კვლევისამოცანა .............................................................................................გვ.9
2.ლიტერატურისმიმოხილვა  ...........................................................................          გვ.9
3.კვლევისდიზაინი...............................................................................................          გვ.25
3.1 საკვლევიშეკითხვები .....................................................................................        გვ.25
3.2 სამიზნეჯგუფი..................................................................................................         გვ.25
3.3 კვლევისმეთოდოლოგია ................................................................................        გვ.29
3.4 კვლევისანალიზი ..............................................................................................       გვ.31
3.5 მონაცემთაანალიზისმიგნებები, დასკვნები ..............................................    გვ.35
4.ინტერვენციისდაგეგმვის, განხორციელებისადაშეფასება 
4.1ქმედებების/ინტერვენციებისდაგეგმვა, განხორციელება .........................           გვ.36
4.2 ქმედებების/ინტერვენციებისშედეგებისშეფასება ...................................  გვ.41
4.3 კვლევისნაკლოვანებები.............................................................................            გვ.44
4.4. რეკომენდაციები .........................................................................................           გვ.44
5.დასკვნები  ..........................................................................................................            გვ.48
გამოყენებულილიტერატურა .............................................................................       გვ.50
დანართები ..............................................................................................................          გვ.52
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ ქუთაისის N7 სკოლაშიგანხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკისკვლევის ანგარიშს. კვლევა განახორციელა ამავე ბოლოგიის უფროსმა პედაგოგმალალი კურცხალიამ და ამავე სკოლის მათემატი,კის მასწავლებელმა ნინო ბარათაშვილმა. კვლევა ჩატარდა კონკრეტული სკოლის, XI-კლასში  იმ მიზნით, რომ მეჩვენებია  როგორ დაგვეხმარება ტრანზიტული სწავლება – (ორ საგანს შორის ურთიერთობის შესახებ დასკვნის გაკეთების უნარი, მათი მესამე საგანთან არსებული ცოდნის საფუძველზე).მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის განვითარებისათვის,რა თანამედროვე მიდგომები არსებობს ამ კუთხით.
 ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში ეფექტური გამოყენების უნარი, წარმატების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია, ამიტომ მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. ნაშრომში განხილულია ცოდნის  ტრანსფერის დაბალი უნარის გამომწვევი პრობლემები, მის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
          პირადმა გამოცდილებამ და სკოლაში სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ განაპირობა ის, რომ საკვლევ თემად სწორედ ტრანსფერის უნარის განვითარება ავირჩიეთ.მუშაობა წარვმართეთXI-კლასში, შევეცადეთმოგვეპოვებია მონაცემები და სინთეზური ხედვით გამოგვეტანა დასკვნები.
ნაშრომიშედგება 5 თავისაგან.
I  თავში განხილულიასაკვლევი კვლევის სტრუქტურა, საკითხის/პრობლემის აქტუალობა,  პრობლემების იდენტიფიცირება დაკვლევის მიზანი.
II თავი  ეხება სხვადასხვა მეცნიერთა ნაშრომების შესწავლასა და კრიტიკულ ანალიზს. განმავითარებელი შეფასების სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობას.
III  თავი-კვლევის დიზაინი -  მასში აღწერილია კვლევის მეთოდოლოგია, წარმოდგელია საკვლევი შეკითხვები და განსაზღვრულია სამიზნე ჯგუფი.  ასევე გაანალიზებულია კვლევის შედეგად მოპოვებული მონაცემები, გამოკვეთილია მიგნებები და დასკვნები.
 IV თავში განხილულია დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები, რომლებიც სრულად ეყრდნობიან მონაცემთა ანალიზის შედეგებს.  აღწერილია განხორციელებისა და შეფასების მექანიზმები, შეფასებულია ინტერვენციების ეფექტურობა. ასევე განხილულია კვლევის ეტაპების ნაკლოვანებები და რეკომენდაციები.
V თავი - დასკვნები აერთიანებს და აჯამებს კვლევის  ყველა ნაწილის შედეგად მიღებულ ინფორმაციას. მასში წარმოდგენილია საკვლევ საკითხთან დაკავშირებულიდასაბუთებები,რომლებიც  ეყრდნობა დამუშავებულ ლიტერატურას,კვლევის შედეგებსა და ინტერვენციის შეფასებას.
ანგარიშის ბოლოს მოცემულია კვლევის პროცესში  გამოყენებული ლიტერატურის  ჩამონათვალი/ბიბლიოგრაფია. ასევე ნაშრომში, ბიბლიოგრაფიის შემდეგ, წარმოდგენილია ოთხი დანართი.


1.1საკვლევი საკითხის, პრობლემის აქტუალობა
     სწავლების მეთოდიკაში  დიდი მნიშვნელობა ენიჭებააქტიური სწავლების სტრატეგიებს, რომლებიც გულისხმობს ისეთი სასწავლო პროცესის დაგეგმვას და მართვას, რომელსაც განსაკუთრებული შედეგის მოტანა შეუძლია სწავლების ყველა   საფეხურზე და ყველა საგანში. 
ბიოლოგიის მასწავლებელი-არ არსებობს საგანი ცხოვრების სფერო, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მათემატიკის ელემენტებს არ იყენებდეს, არც ბიოლოგიაა გამონაკლისი,  ჩემმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ  მაჩვენა, რომ მოსწავლეები ბიოლოგიის იმ ნაწილში აწყდებოდნენ უფრო მეტად სირთულეს სადაც საჭირო იყო  მათემატიკური გამოთვლები, სტატისტიკური ანალიზი, გრაფიკული მონაცემებზე მუშაობა ან პირიქით დიაგრამებისა და გრაფიკების შედგენა, სწავლის პროცესში გამოვლენილი ამ სირთულის გამო დავუკავშირდი მათემატიკის მასწავლებელს და შევეცადეთ ერთად მოგვეხდინა პრობლემის ანალიზი აღმოჩნდა, რომ
მათემატიკის მასწავლებელი- მოსწავლეთა დიდი ნაწილი ამ ტიპის სავარჯიშოებს კარგად ართმევს თავს მათემატიკის გაკვეთილზე, პრობლემა გამოიკვეთა შემდეგში მოსწავლეებში არის ტრანზიტულობის დეფიციტი- ორ საგანზე დაკვირვებით დასკვნების გამოტანა და სხვა ცოდნის გამოყენება, რასაც რეალურარდ მივყავართ ტრანსფერული ცოდნის განვითარების აუცილებლობასთან
   გავერკვიეთ პრობლემის არსში და შევთანხმდით  თანამშრომლობაზე,პედაგოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ჩვენი მოსწავლეების  მცირე ჯგუფი ახერხებს  სასკოლო პროცესში  მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოვლენას,  ნაკლებად აქვთ  უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზაციის მოთხოვნილება, რაც აფერხებს მათ  პიროვნულ ზრდა - განვითარებას.ასევე უმრავლესობას უჭირს ერთითემის/საგნისმეორესთანდაკავშირება. ესხელსუშლიცოდნისგამთლიანებას, შეძენილიცოდნისადაუნარებისერთისფეროდანმეორეშიგადატანას, რასაცსაგანმანათლებლოლიტერატურაშიტრანსფერსუწოდებთ. ეს მთელი სასწავლო პროცესის აქტუალური პრობლემაა, ამ მხრივ  არც ჩვენი სკოლაა გამონაკლისი.
დიმიტრიუზნაძისაზრით ,,აზროვნება ხასიათდებაგადატანისუნარით. მასშემდეგ, რაცმოსწავლეერთხელგადაჭრისამოცანას, მასუკვეაღარუჭირსანალოგიურიამოცანებისგადაჭრასხვასიტუაციებში. ტრანსფერიარხდებათავისთავად. ამისათვისსაჭიროასწავლებისსპეციალურადდაგეგმვა“. ამ პრობლემისთან ბრძოლის აქტიურ იარაღად ყველა სამეცნიერო ლიტერატურა ინტეგრირებულ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას  არიარებს,  ამიტომ მასწავლებლებმახშირადუნდა გამოიყენონინტეგრირებული ტიპის აქტივობები სასწავლო  პროცესში.
წყარო  განმარტებითი ლექსიკონი /ეროვნსასწგეგმებისა და შეფასებისცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლებისსპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ სიმონ ჯანაშია და  სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [..][MFN: 95118
შევეცდებით ვაჩვენოთ, როგორ შეცვლის მოსწავლეთა სააზროვნო და პრაქტიკული უნარების განვითარებას,  სწორი მიდგომებით დაგეგმილი სწავლა- სწავლების პროცესი.




წყვილებში მუშაობისას პარტნიორები:
    ,,გახსნილებიარიან, ხშირადუწევთსაკუთარიაზრისგამოთქმა, აქებენერთმანეთსდაკომპრომისისპოვნაცუფროადვილია, რადგანარსებობსმხოლოდორიგანსხვავებულიაზრიდაუნდაიპოვონგამოსავალი. ორივემუნდაიმუშაოს, რათასამუშაოწარმატებულადდაასრულონ. პარტნიორებიერთმანეთზეარიანდამოკიდებული.
წინასწარუნდაიცოდნენთანამშრომლობისწესები, იმუშაონსაერთომიზნისმისაღწევადდადაეხმარონერთმანეთს. ნათლადუნდაესმოდეთროგორცკონკრეტულიდავალებისმიზანი, ასევეერთობლივიმუშაობისმიზანი. უმჯობესიაჰეტეროგენულიწყვილი, მხოლოდუკიდურესისხვაობისგარეშე. წყვილებშიმუშაობისსასარგებლოდკიშეიძლებაითქვას, რომიგიშედარებითადვილიდასაგეგმიდაგანსახორციელებელია“.



ორენამიქაბერიძეჩვენი შესვლის დრო   01.03.2019
Начало формы

წინაპირობები:
  • წყვილებშიმუშაობაბევრადუფროსახალისოადასაინტერესოა, ვიდრეინდივიდუალურისამუშაო,
  • თანადგომის აუცილებლობა (ფრუსტრაციის პრევენცია);
  • წყვილებიერთადუფროიოლადდათამამადწყვეტენდავალებას, ვიდრეამასცალ-ცალკემოიმოქმედებენ.
  • წყვილებშიმუშაობაარისთანამშრომლბა ერთი საერთომიზნისმისაღწევად. განსხვავებაისაა, რომშედარებითადვილიდასაგეგმიდაგანსახორციელებელია;
  • წყვილებშიმუშაობაადამიანებსაყალიბებსკარგპარტნიორებად, პასუხისმგებლიანადამიანებად, რომლებსაცსხვებისდახმარება, თანაგრძნობადასიყვარულიშეუძლიათ;
  • სოციალურკონტროლი- თითოეულიპარტნიორიშეგნებულადთუგაუცნობიერებლადაკონტროლებსერთმანეთს, რაცუზრუნველყოფსმაქსიმალურჩართულობას და პროცესის ეფექტურობას განსაზღვრავს;
  • წყვილებშიმუშაობასდადებითიმხარეაქვსმაშინ, როცაერთისთვის დავალებაშედარებითრთულიადაპარტნიორობა კი ეხმარება;
  • წყვილებშიმუშაობისასთვითგამოხატვისმეტისაშუალებააქვთ. თითოეულიირგებსროლსდამეორისმიმართსოლიდარობისგრძნობითგანეწყობა. ესააწყვილებშიმუშაობისაზრი.
იმისათვისრომჩვენმა წყვილმა, ომუფროკომფორტულადმოახერხოურთიერთთანამშრომლობა შევიმუშავეთ
წყვილებში მუშაობის წესები:
§  თანამშრომლობისწესები დამათი დაცვა;
§  ინდივიდუალურიპასუხისმგებლობადაპარტნიორისაღიარება;
§  მუშაობთურთიერთშეთანხმებულადდამიზანზეორიენტირებულად;.
§  საუკეთესოშედეგისერთობლივადმიღწევა;
§  სამუშაოსშესრულებაშიმაქსიმალურადწვლილის შეტანა დაპარტნოირისმიღწევების აღიარება;
§  წყვილებშიმუშაობისრეფლექსია -დაგვეხმარება გააანალიზოთანამშრომლობისპროცესი.და მუშაოს შედეგი.

მათემატიკის სწავლების მიზნები და ამოცანები
,,საშუალო საფეხური. რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულების უნარი და მათი თვისებების ცოდნა/გამოყენება უნდა გახდეს ალგებრული სტრუქტურებისა და  კანონზომიერებების უკეთ გააზრების საფუძველი. ამ საფეხურზე, მოსწავლე მზად უნდა იყოს რიცხვითი სისტემის და არითმეტიკული ოპერაციის ცნებების გაფართოებისა და განზოგადებისათვის (მაგალითად,  გრაფიკებზე, ვექტორებსა და მატრიცებზე). გარდა ამისა, უნდა მოხდეს მთელ რიცხვთა სისტემის უფრო ღრმად შესწავლა რიცხვთა თეორიის ელემენტების გამოყენებით.“
ამონარიდი ე.ს.გ. (სტანდარტი)    გვ 421
 ,,ამ საფეხურზე მოსწავლე ივითარებს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, რომელთაგან პრიორიტეტულია:
·           დამოუკიდებელი აზროვნების უნარის გაღრმავება, რათა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ან სხვათა მონაცემებით მანიპულირება, ახალი ან შეცვლილი სიტუაციის შედეგების წინასწარ განჭვრეტა, ჰიპოთეზის გამოთქმა, ექსპერიმენტული მოდელის შექმნა;
·           პროექტის მომზადება, წარმართვა და დაცვა ფართო აუდიტორიის წინაშე“.
(ესგ სტანდარტი გვ.1148)

1.2.          პრობლემის გამომწვევი სავარუდო მიზეზები. 
·         ტრანსფერზე ორიენტირებული  პრაქტიკული  მუშაობა ხშირად არ იგეგმება, ან  კიდევ ინტეგრირება არცთუ იშვიათად ხელოვნურია ;
·         ამ ტიპის მეცადინეობების სპეციფიკა: პროცესის მართვის საფრთხე, სწავლების ინდივიდუალიზაციის დეფიციტი, მასწავლებელთა არასაკმარისი კომპედენცია...
      1.3.       კვლევის მიზანი-მოსწავლეთა ტრანზიტულობაზე  გათვლილი სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვა,  წარმართცა და მისი როლი სწავლა-სწავლების პროცესის განვითარებაში.
   

 1.4  კვლევის ამოცანა
დაიგეგმოსდა განხორციელდეს კვლევის მიზანზე ორიენტირებული მუშაობა, რომელიც ნათელს მოჰფენს პრობლემის მიზეზებს და მასზე დაყრდნობით დაიგეგმოს და განხორციელდეს მიზანზე ორიენტირებული ინტერვენციები,სამუშაო წარმოების ასპექტები და შედეგები, ასევე ჩემს კვლევაში გათვალისწინებული იქნება ის საფრთხეები და მათი აცილების გზები, რომელიც ასევე ფუნდამენტალურია ამ პროცესში.
                შევეცდებითარგუმენტირებული დასკვნები და რეკომენდაციები გამოყენებადი  შეიქმნეს ჩვენი და არამარტო სკოლის რეალობაში.
თავიII

ლიტერატურული მიმოხილვა
ჟან პიეჟე გამოყოფს განვითარების ოთხ საფეხურს:

1) სენსო მოტორული სტადია(დაბადებიდან 2 წლამდე)
2) ოპერაციამდელი სტადია (2-დან 7წლამდე).
3) კონკრეტული  ოპერაციების სტადია (7-დან 11-12 წლამდე);
ფორმალუროპერაციული სტადია (11–12 წლიდან მოზრდილ ასაკამდე) – ამ სტადიაზე შეუძლიათ ლოგიკურად იაზროვნონ არამარტო კონკრეტულ და რეალურ, ჰიპოთეზურ, აბსტრაქტულ და არარეალურ საგნებსა და მოვლენებთან დაკავშირებით.
ფორმალუროპერაციული აზროვნებისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი:
·         გააჩნიათ აბსტრაქტულად აზროვნების უნარი.
·         აბსტრაქტულ აზროვნებას თან ახლავს იდეალიზებისა და წარმოსახვის უნარები.  აქვთ ჰიპოთეზური აზროვნების უნარი.
·         მოზარდებში თავს იჩენს  ახალი ფორმის ეგოცენტრიზმი.საკუთარი უნიკალურობის განცდა, ამიტომ ცდილობენ თვალშისაცემნი იყვნენ.
·         ეგოცენტრული აზროვნებიდან გადადიან ობიექტურ აზროვნებაზე.(სხვა შეიძლება, სხვაგვარად ფიქრობდეს).

 პიაჟეს თანახმად, ფორმალუროპერაციულ სტადიაზე კოგნიტური განვითარება სრულდება. ადამიანებს მხოლოდ ახალი ცოდნის და უფრო რთული და დახვეწილი სქემების განვითარება სჭირდებათ.
ტრანზიტულობა– ორ საგანს შორის ურთიერთობის შესახებ დასკვნის გაკეთების უნარი, მათი მესამე საგანთან არსებული ცოდნის საფუძველზე.

          რა არის ტრანსფერი?
ტრანსფერი ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარ განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენებას ნიშნავს. დ. უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს ტრანსპოზიციის ან გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირთ ანალოგიური ამოცანის გადაჭრა: ,,აზროვნებას ერთხელ გადაჭრილი ამოცანის ხერხი ანალოგიურ ახალ ამოცანაზე გადააქვს“. გარკვეული უნარის თავდაპირველი დაუფლება ხორციელდება კონკრეტული შინაარსის საფუძველზე. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა იმისათვის, რომ ტრანსფერი განხორციელდეს (perkins, 1992). ტრანსფერს ხელს უწყობს შემდეგი პირობები:
  1. ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, უნდა იყოს მიზეზშედეგობრივი მიმართების შემცველი.
  2. სწავლების პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ შეძენილი გამოცდილება შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სიტუაციაში.
  3. სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა აღმოაჩინოს ამოცანის გადაჭრის ძირითადი პრინციპები.
(განმარტებითილექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისადაშეფასებისცენტრი. - [თბ., 2008].)
არსებობს კომპეტენციები, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში, რათა ადამიანმა თვითრეალიზება და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება შეძლოს. ამ კომპეტენციების დაუფლება სკოლიდან იწყება და ამას ხელს უწყობს მეტაკურიკულუმი. ამ ტერმინით აღინიშნება ის სასწავლო მიზნები, რომლებიც საერთოა სკოლებში სხვადასხვა საგნის სწავლებისას. ამასთან, მეტაკურიკულუმი სხვადასხვა საგნის დასაუფლებლად საჭირო ზოგად უნარ-ჩვევებსაც აერთიანებს. ის ხელს უწყობს პრაქტიკული თუ სიმბოლური აზროვნების განვითარებას, სწავლის ჩვევების გამომუშავებას (იმის სწავლებას, როგორ უნდა ისწავლოს მოსწავლემ უკეთესად), აზროვნების სხვადასხვა დონის, ინოვაციური და ტრანსფერული (გადატანითი) უნარ-ჩვევების განვითარებას.
    (მანანა ბოჭორიშვილი (21.12.2012) ტრანსფერული ცოდნის შეძენის პროცედურები და შესაბამისი მეთოდური ინსტრუმენტები. გაზეთი mastsavlebeli.ge)
    არსებობს სხვადასხვა სააზროვნო ( შემეცნებითი) უნარების კლასიფიკაციები, რომელთა ცოდნაც დაეხმარება მასწავლებელს, უკეთ დაგეგმოს სწავლების პროცესი და მოახდინოს მოსწავლის აზროვნების აქტივაცია. ბლუმის სააზროვნო (კოგნიტური) უნარების განვითარების ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების ნაკრები ან სტრუქტურა. ბლუმის მიხედვით აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი - ზედა დონეს.
      გამოყენება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად, იგი გულისხმობს ადრე ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

 კერძოდ:
·         ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში (კონტექსტში) მოხმარება;
·         მოდელის მიხედვით (ნასწავლი წესის მიხედვით) დავალების, სამუშაოს შესრულება;
·         პროცედურის განხორციელება;
·         კანონზომიერების მოქმედების ფარგლების განსაზღვრა.
(ს.ჯანაშია თ.ბერძენიშვილი ,,როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება‘’[თბილისი 2007] ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში)
          ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეს სამი სახის ცოდნით უზრუნველყოფს:
  1. სტატისტიკური ანუ დეკლარაციულია ცოდნა, როცა მოსწავლემ იცის წესები, კანონები, ცნებების განმარტებები,, ფორმულები (მაგალითად ზმნის განმარტება, წილადების შეკრების წესი, სიჩქარის გამოსათვლელი ფორმულა);
  2. დინამიკური ანუ პროცედურულია ცოდნა, რომელიც მოსწავლეს ცოდნის გამოყენების, რეალიზების საშუალებას აძლევს (მაგალითად თუ ის წილადების შეკრების წესის გამოყენებით ხსნის მაგალითებს);
  3. ფუნქციური ანუ ტრანსფერული ცოდნა, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა კონტექსტში, მოახდინოს ცოდნის გადატანა ანუ ტრანსფერი. მაგალითად, მოსწავლემ სტატიკური, დეკლარაციული, კონცეპტუალური ცოდნა შეიძინა რიცხვის პროცენტის შესახებ, მერე ივარჯიშა და მათემატიკაში ამოხსნა მრავალი ამოცანა თუ მაგალითი (დინამიკური ცოდნა); მას წარმატებით შეუძლია, ამ ცოდნის გადატანა მოახდინოს და ამოხსნას ამოცანები ქიმიასა და ფიზიკაში, ან ეს ცოდნა გამოიყენოს ყოფა-ცხოვრებაში. მაგალითად, კომპიუტერულ მაღაზიაში 70℅-იანი ფასდაკლებისას გამოთვალოს რა ღირს მისი სასურველი ლეპტოპი.
ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესი სამი კატეგორიის ცოდნაა:

   (მანანა ბოჭორიშვილი (21.12.2012) ტრანსფერული ცოდნის შეძენის პროცედურები და შესაბამისი მეთოდური ინსტრუმენტები. გაზეთი mastsavlebeli.ge)
 დევიდ პერკინსის ნაშრომებში ხშირად წავაწყდებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ტრანსფერის შესახებ. ამ თემის გვერდის ავლით საგანმანათლებლო სწავლა-სწავლების პროცესი წარმოუდგენელია. ის ერთგვარი ბაზისია მოზარდთა და მოზრდილთა განათლებისთვის. ტრანსფერს, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ხშირად ვიყენებთ. მას ვიყენებთ ყველგან, სადაც კი გვჭირდება რაიმე ტიპის ცოდნა, უნარი, სტრატეგია. ტრანსფერი ხდება მაშინ, როდესაც ცოდნის ერთ სფეროს მეორესთან ვაკავშირებთ. ტრანსფერის უნარი რომ არა, კაცობრიობა ვერ მოახერხებდა წინსვლას, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, რადგან მას ყოველგვარ ვითარებაში ახალი ცოდნის მიღება დასჭირდებოდა.
       ამდენად, ტრანსფერი განათლების საძირკველია. ჩვენ არ ვასწავლით ბავშვებს საშინაო დავალების კითხვას, გაზეთის კითხვას მსოფლიოში მომხდარი ამბების გასაგებად, საქმიანი დოკუმენტაციის კითხვას წარმატებული საქმიანობისთვის, ლიტერატურის კითხვას სიამოვნების მისაღებად ან თვალსაწიერის გასაფართოებლად - ჩვენ უბრალოდ ვასწავლით კითხვას, რომელსაც ის ნებისმიერ ვითარებაში გამოიყენებს და ამის წყალობით ყველა ცალკეული შემთხვევისთვის სწავლებაზე დროს აღარ ვკარგავთ.
 ტრანსფერის მექანიზმი სხვადასხვაგვარია. არსებობს ახლო და შორი ტრანსფერი. მათ შორის საზღვარი არც ისე მკაფიოა, მანძილი კი უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად განსხვავებულ კონტექსტში ვიყენებთ ჩვენს ცოდნასა თუ უნარებს. ახლო ტრანსფერი, უხეშად რომ ვთქვათ, ხდება მაშინ, როდესაც ახალ ცოდნას მსგავს გარემოში ვიშველიებთ. მაგალითად გამოდგება ავტომობილის მართვა. განსხვავებული მანქანის საჭესთან გადაჯდომა მართვის უნარის ტრანსფერია, თუმცა მაინც მცირედ განსხვავდება კარგად ნაცნობი სიტუაციისგან. ახლო ტრანსფერად შეგვიძლია ჩავთვალოთ საგნობრივი უნარებიც, რომლებიც განსაზღვრული საგნის ფარგლებში მოიპოვება მოსწავლის არსენალში და რომლებსაც იგი საჭიროებისამებრ იყენებს. საზოგადოდ, სასკოლო საგნობრივი დავალებები ერთმანეთის მსგავსია და ამდენად, ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია. შორი ტრანსფერის გამოყენება ხდება კონტექსტისგან ძლიერ განსხვავებულ სიტუაციაში. მაგალითად, თუ კარგად თამაშობ ჭადრაკს, იგივე სტრატეგიები, რაც საჭადრაკო პარტიას სჭირდება, შეიძლება ბიზნესშიც გამოიყენო. ჭადრაკის ძირითადი პრინციპი, აკონტროლო ცენტრი, შესაძლოა გამოგადგეს, მაგალითად, ინდუსტრიაში ინვესტიციების დაბანდებისას. გარდა ამისა, ბიზნესში, როგორცჭადრაკში, წინასწარ უნდა გათვალო მოსალოდნელი შედეგი და აარჩიო საუკეთესო სვლა, რომელიც უმოკლეს ხანში მოგიტანს მოგებას ან გადაავადებს წაგებას. საზოგადოდ, ჭადრაკი და ბიზნესი ერთმანეთისგან შორიშორს დგას, ამიტომ ეს შორი ტრანსფერია. სწავლა-სწავლებასთან მიმართებით ეს ცნება გულისხმობს სკოლაში ნასწავლის გამოყენებას არასასწავლო გარემოში.
   ფსიქოლოგები ასევე განასხვავებენ პოზიტიურ და ნეგატიურ ტრანსფერს. პოზიტიური ეწოდება ისეთ ტრანსფერს, რომელსაც პოზიტიური შედეგი მოჰყვება ან წინარე გამოცდილებიდან ნასწავლის სხვა კონტექსტში გადატანის შესაძლებლობას გაძლევს. მაგალითად, თუ ერთხელ უკვე მოგიწია მონაცემებთან მუშაობა და იცი მათი დამუშავების გზები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორეს სხვა შინაარსის მონაცემებთან მუშაობა გაცილებით გაგიადვილდება. ეს შეიძლება პოზიტიურ ტრანსფერად ჩავთვალოთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს სტუმრებს, რომლებიც მარცხენა საჭეს არიან მიჩვეული, ავტომობილის დაქირავებისას უჭირთ მარჯვენაზე გადართვა და ავტომობილით გზის მარცხენა მხარეს მოძრაობა. ამდენად, ადრე ნასწავლი, ძვალ-რბილში გამჯდარი მოდელები ზოგჯერ საფრთხის შემცველია.
         გამოყოფენ აგრეთვე ტრანსფერის მარტივ და რთულ სახეობებს. მარტივი ტრანსფერი ხდება მაშინ, როდესაც მცირე ძალისხმევაა საკმარისი ტრანსფერის განსახორციელებლად. მაგალითად, თუ მოსწავლეებმა ამინდზე დაკვირვება ისწავლეს და იმავდროულად მასწავლებელმა აჩვენა, სად შეიძლება ამინდის მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზის მოძიება, ექსკურსიისთვის დღის დაგეგმვა, რომ ამინდმა არ აურიოს-ეს შეიძლება მარტივ ტრანსფერად მივიჩნიოთ. რთული ტრანსფერი კი ხდება უფრო კომპლექსური დავალებების შესრულებისას, როდესაც შედეგის მისაღწევად მრავალმხრივი, მრავალჯერადი ტრანსფერია საჭირო.
   ფსიქოლოგები ასევე განასხვავებენ პოზიტიურ და ნეგატიურ ტრანსფერს. პოზიტიური ეწოდება ისეთ ტრანსფერს, რომელსაც პოზიტიური შედეგი მოჰყვება ან წინარე გამოცდილებიდან ნასწავლის სხვა კონტექსტში გადატანის შესაძლებლობას გაძლევს. მაგალითად, თუ ერთხელ უკვე მოგიწია მონაცემებთან მუშაობა და იცი მათი დამუშავების გზები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორეს სხვა შინაარსის მონაცემებთან მუშაობა გაცილებით გაგიადვილდება. ეს შეიძლება პოზიტიურ ტრანსფერად ჩავთვალოთ,    ასევე შეიძლება გამოიყოს ავტომატური (გაუაზრებელი) და გააზრებული ტრანსფერი. პირველ შემთხვევაში ადამიანი სპონტანურად პასუხობს სიტუაციას, რომელიც ძალიან ჰგავს გარემოს, რომელშიც მან საჭირო ცოდნა აითვისა. მაგალითად, კითხვის უნარს ყოველგვარ გარემოში დაუფიქრებლად ვიყენებთ. გააზრებული ტრანსფერი კი შეიძლება მოხდეს, მაგალითად, მაშინ როდესაც მასწავლებელი ტრენინგზე სწავლობს კლასის მართვას და შემდეგ ეს ცოდნა პრაქტიკაში გადააქვს. კლასში კონფლიქტის წინაპირობის დანახვისას  ის ჰკითხავს საკუთარ თავს, რა ახსოვს თეორიიდან იმის თაობაზე, რა უნდა გაკეთდეს ასეთ ვითარებაში, ანდა  რას ამბობდნენ ტრენინგზე კოლეგები ამის შესახებ, რა მაგალითები მოჰყავდათ საკუთარი გამოცდილებიდან, ეს უკვე გააზრებული ტრანსფერია.
    ბოლო 100 წლის მანძილზე ტრანსფერის ფენომენი განათლების ფსიქოლოგიის მკვლევართა ყურადღების საგანი იყო. რასაკვირველია, ცოდნის უნარ-ჩვევებისა და მოტივაციის ეფექტიანი გამოყენება ფუნდამენტალური მიზანია. ადრეულ კვლევებში ყურადღება გამახვილებული იყო უნარ-ჩვევების სპეციფიკურ ტრანსფერზე და ლათინური ენის ან მათემატიკის სწავლის შედეგად მიღებული გონებრივი წვრთნის ზოგად ტრანსფერზე, მაგრამ 1924 წელს ედუარდ ლი თორნდაიკმა დაასკვნა, რომ ლათინურის სწავლას შედეგად გონების წვრთნა არ მოაქვს. ლათინურის სწავლა ადამიანს ლათინურის უფრო კარგად სწავლაში ეხმარება. ამრიგად, თორნდაიკის წყალობით, იმ პერიოდში ლათინურის სწავლა უფროსკლასელებისთვის აღარ იყო სავალდებულო. მკვლევართა მეორე ჯგუფი განასხვავებს დადებით და უარყოფით ტრანსფერს, მაგალითად, პრობლემის გადაწყვეტის პროცესში ევრისტიკის სწორ და არასწორ გამოყენებას.
მრავალწლიანი კვლევებისა და ექსპერიმენტების საფუძველზე დადასტურდა, რომ მართალია მოსწავლეები ითვისებენ ახალ ცოდნას, პრობლემის გადაჭრის პროცედურებსა და სწავლის სტრატეგიებს, მაგრამ არ იყენებენ მათ ამა თუ იმ სიტუაციაში შესაბამისი მითითებისა და რჩევის გარეშე. მაგალითად, კვლევაში, რომლის მიზანი იყო, დაედგინა ადამიანი რეალურ ცხოვრებაში იყენებს თუ არა მათემატიკის ცოდნას, დადგინდა რომ იყენებს საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისას, მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას და ა.შ. ადამიანები არ იყენებენ სკოლაში ნასწავლ წესებს. ამის მიზეზი ის არის, რომ სწავლის პროცესი გარკვეულ პირობებზეა დამოკიდებული - სწავლა სპეციფიკურ სიტუაციაში ხორციელდება. ჩვენ ვსწავლობთ არა ზოგადი, ყოველმხრივი გადაჭრის გზას, რომელიც ნებისმიერ პრობლემას წაადგება, არამედ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზას. რაკი სწავლა ჩვენთვის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ინსტრუმენტია, თუ ისეთ პრობლემას გადავაწყდებით, რომელიც ზედაპირულად მაინც განსხვავებულად გვეჩვენება, შესაძლოა ვერ გავაცნობიეროთ ცოდნის რელევანტურობა. როგორ შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ მოსწავლეები გამოიყენებენ ნასწავლს განსხვავებულ სიტუაციაში?
რის სწავლა ღირს? უპირველეს ყოვლისა, პასუხი უნდა გავცეთ კითხვას: ,,რის სწავლა ღირს?’’ ისეთი ძირითადი უნარ-ჩვევები, როგორიცაა კითხვა, წერა, კომპიუტერის ცოდნა, თანამშრომლობა და ლაპარაკი, შეიძლება ერთმნიშვნელოვნად გადატანილ იქნეს სხვა სიტუაციებშიც, რადგან ეს უნარ-ჩვევები აუცილებელია შემდგომი მუშაობისათვის, როგორც სკოლაში, ისე მის გარეთ. ისინი საჭიროა, მაგალითად, სამუშაოს დასაწყებად, განაცხადის დასაწერად, მოთხრობების წასაკითხად, გადასახადების გადახდისა თუ გუნდური მუშაობისას, ჯანდაცვის დაწესებულებების შესაფასებლად და ა.შ. მომდევნო სწავლა დამოკიდებულია ახალ

სიტუაციებში ძირითადი უნარ-ჩვევების დადებით ტრანსფერზე.
მასწავლებელმა ასევე უნდა იცოდეს, სავარაუდოდ, როგორი მომავალი ელის მის მოსწავლეებს, როგორს ჯგუფს, ისე თითოეულ მათგანს. უკვე ზრდასრულებს, რა მოთხოვნებს წაუყენებს მათ საზოგადოება? უდავოა, რომ თქვენს მოსწავლეებს უკიდურესი და არაპროგნოზირებადი ცვლილებები ელით. სწორედ ამიტომ პრინციპების, დამოკიდებულებების, სწავლის სტრატეგიების, მოტივაციისა და პრობლემის გადაჭრის ზოგადი ტრანსფერი ისეთივე აუცილებელი იქნება მათთვის, როგორც ძირითადი უნარ-ჩვევების სპეციფიკური ტრანსფერი.
რა დახმარება შეუძლია მასწავლებელს?  ერიკ დე კორტეს აზრით, მასწავლებელი ხელს უწყობს ტრანსფერს, კოგნიტური ინსტრუმენტებისა და მოტივაციის პროდუქტიულ გამოყენებას, თუ სწავლება - სწავლის ქმედით გარემოს შემდეგი პრინციპების მიხედვით ქმნის:
·         გარემომ ხელი უნდა შეუწყოს კონსტრუქციული სწავლის პროცესს ყველა მოსწავლისათვის;
·         გარემომ უნდა წაახალისოს მოსწავლის თვითრეგულაციის განვითარება, რათა მასწავლებელმა თანდათან მეტი და მეტი პასუხისმგებლობა დააკისროს მოსწავლეებს. სწავლაში ჩართული უნდა იყოს ინტერაქცია და თანამშრომლობა.
·         მოსწავლეები ისეთ პრობლემებს უნდა ჭრიდნენ, რომელთაც მათთვის პიროვნული მნიშვნელობა აქვს და რომელთა წინაშეც ისინი მომავალში აღმოჩნდებიან
·         კლასის კულტურამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებს, რომ მათ გააცნობიერონ და განავითარონ კოგნიტური და მოტივაციური ჩვევები. იმისთვის, რომ მოსწავლეები ამ ინსტრუმენტების პროდუქტიული მომხმარებლები გახდნენ, უნდა იცოდნენ მათი არსი და ფასი.

არსებობს ტრანსფერის კიდევ ერთი სახე, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის - სწავლის სტრატეგიების ტრანსფერი.
სტრატეგიების ტრანსფერის ეტაპები. ზოგჯერ მოსწავლეები ვერ აცნობიერებენ, რომ შესაძლებელია კონკრეტული სტრატეგიის ახალ სიტუაციაში გამოყენება, მათ არ იციან, როგორ მოახდინონ ამ სტრატეგიის ადაპტირება და მორგება კონკრეტულ ახალ სიტუაციაზე. შესაძლოა ეს განპირობებული იყოს იმ შეხედულებებით, რომ სტრატეგიის გამოყენებას დიდი დრო სჭირდება.  გარი ფაის აზრით, ადამიანი თვლის, რომ სწავლის სტრატეგიების ტრანსფერი ის ინსტრუმენტია, რომელიც აზრიანად უნდა გამოვიყენოთ აკადემიური პრობლემების გადასაჭრელად.
ის სტრატეგიული ტრანსფერის ჩამოყალიბების სამ საფეხურს გამოყოფს:
1.    დაუფლების ფაზაში მოსწავლეებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია არა მხოლოდ სტრატეგიის არსისა და მისი გამოყენების შესახებ, არამედ უნდა მივცეთ ერთგვარი რეპეტიციის საშუალებაც, რათა დაინახონ როდის და როგორ შეიძლება ამ სტრატეგიის გამოყენება.
2.    ინფორმაციის შენახვის ფაზაში - მოსწავლეებს დიდ დახმარებას უწევს სტრატეგიების პრაქტიკული გამოყენება და უკუკავშირის ანალიზი.
3.    ტრანსფერის ფაზაში მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს ახალ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა, მიუხედავად მათი ზედაპირული განსხვავებისა, ნასწავლი სტრატეგიის გამოყენებით შეიძლება. მოტივაციის ასამაღლებლად, მოსწავლეებს უნდა აუხსნათ, რომ სტრატეგიების გამოყენება მრავალი პრობლემის გადაჭრისა და დავალების შესრულების საწინდარია.
აღნიშნული ფაზები ეხმარება მოსწავლეს პროცედურული და პირობითი ცოდნის დაუფლებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს ეცოდინება, როგორ, როდის და რატომ გამოიყენოს ესა თუ ის სტრატეგია.
    (ც.ბერძენიშვილი  (24.11.2016)  სწავლება და ტრანსფერი. გაზეთი mastsavlebeli.ge) ჩემი შესვლის დრო:03.11.2018


რატომითვლებაგენერაციულიცოდნაერთ-ერთცენტრალურცნებად,
რასმოიცავსდარააქტივობებიგანაპირობებს–“გენერაციულანუ
პროდუქტულცოდნას?

პროდუქტულიცოდნასამიძირითადიმოქმედებისშედეგია:

1. ცოდნისშენახვახანგრძლივმეხსიერებაში;

2. მიღებულიცოდნისგაგება;

3. ცოდნისაქტიურიგამოყენებასკოლისგარეთ.

პერკინსიმიიჩნევს, რომესსამიაქტივობაგანათლებისსისტემისძირითადიმიზანიუნდაიყოს. პერკინსისთეორიისმიხედვით, სწავლებისსტრატეგია, უნდაიყოსყურადღებისგამახვილებაარასასწავლოსაგნისშინაარსზე, არამედმოსწავლისმიერშესწავლილიმასალისღრმაგააზრებაზე, მისკავშირზემოსწავლისგამოცდილებასთანდასხვასასწავლოსაგნებშიმიღებულცოდნასთან.

პერკინსითავისითეორიითოთხოქროსგასაღებსაძლევსგანათლების
სპეციალისტებსვგულისხმობპერკინსისოთხძირითადკითხვას, რომელსაც
მანპანდორასკითხვებიუწოდაანუგავიხსენოთპანდორასკითხვები..

1.რისისწავლაღირს?რისისწავლაამნიშვნელოვანი, ცოდნისშეძენითრაშივხდებითუკეთესები?


2.რატომარისრთულიამისსწავლა?

როგორავარიდოთთავიზედაპირულიცოდნისმიღებას? რაარისპრობლემური?


3.ყველაზეკარგადროგორშეიძლებარომესვისწავლოთ?

მიწოდებულიმასალისროლიდამოსწავლისროლი.


4.როგორმიდისსწავლისპროცესი?

რამდენადშეუძლიამოსწავლესარამარტომასწავლებლისგან, არამედთანატოლებისგანმიღებულიშეფასებითდარეაგირებით (კომენტარები, რჩევები) გააკონტროლოსდაგააუმჯობესოსსწავლების
პროცესი.

კითხვებიდავიდპერკინსისგანათლებისთეორიაზე | mastsavlebeli.ge
mastsavlebeli.ge/?p=2447
ჩენმი შესვლის დრო 03.11.2018.

                                         მეთოდური ასპექტები   
მეთოდურ კანონზომიერებათა ცოდნა მასწავლებელს   აძლევს შემოქმედებით თავისუფლებას. სწორედ მეთოდების სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმართავს მასწავლებელი სწავლა-სწავლების პროცესს.  დღეისათვის არ დასტურდება რომელიმე ცალკეული მეთოდის აბსოლუტური უპირატესობა. მეთოდისტთა გამოცდილებამ აჩვენა, რომ არ არსებობს ისეთი მეთოდი, რომელიც სრულიად შეიძლება უგულებელყოფილი იყოს, ყველას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. თუ გავითვალისწინებთ ჩემი სამიზნე ჯგუფის ასაკს და სწავლების საფეხურს კეთებით სწავლება ანუ პრაქტიკის მეთოდიაქტიური მოქმედების ფორმაა.
           ერთ-ერთმა პირველმა ამ მეთოდს ყურადღება დ. კოლბმა მიაქცია. მან შემოიტანა ცნება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება (,,სწავლება პრაქტიკით“), რომელიც დღეს ეფექტიანი სწავლების საფუძვლადაა მიჩვეული. კოლბმა აღწერა სწავლების ოთხ საფეხურიანი ექსპერიმენტული მოდელი (Experiential Learning Model).
I  საფეხური არის უშუალო, კონკრეტული გამოცდილება,
II საფეხური რეფლექსიური დაკვირვებაა, როცა შემსწავლელი იაზრებს იმას, თუ რა გაიგო,
III საფეხური თეორიული განზოგადებაა, როცა შემსწავლელიაკავშირებსერთმანეთთან ახალ და ძველ ცოდნას,
IV საფეხური ახალი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაა.
              კოლბი მიიჩნევს, რომ სწავლა იწყება პრაქტიკული გამოცდილებით, ამას მოჰყვება ფიქრის შედეგად გაკეთებული დასკვნები, რომელთაც მივყავართ ცოდნის ახალი მოდელის / თეორიის შექმნამდე და ბოლოს ახალი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებამდე.
(,,პედაგოგიური გზამკვლევი პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. თბილისი 2016)
პრაქტიკული მუშაობა ბავშვებთან 

1.      
პრაქტიკული შაობაბავშვებთან. შესავალი. წიგნი

               პრაქტიკული მეთოდის გამოყენების დროს ხდება ზუსტი ინსტრუქციის მიწოდება ექსპერიმენტის ან სიმულაციისთვის და არა ინფორმაციის მიწოდება. იგი მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეებმა შეასრულონ ისეთი ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის ან ჩვევის ფორმირებას. პრაქტიკის დროს მასწავლებელი აქტიურად იყენებს უკუკავშირს, რაც ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლის პრაქტიკა იყოს აზრიანი და მან მართლაც გააცნობიერო ის, რასაც აკეთებს და არა მექანიკურად გაიმეოროს. პრაქტიკის მთავარი პრინციპებია: მოსწავლეებისათვის პრაქტიკული დავალების მიცემა, მათი წახალისება, სათანადო გამოხმაურების მიწოდება, რათა მათ აზრიანად იმოქმედონ.
,,ის აწყობილია ისე, რომ ბავშვები არ დაიღალონ, ყოველ ინტელექტუალურ სავარჯიშოს მოყვება სახალისო, აქტიური თამაში.ყოველი სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, ბავშვები აანალიზებენ თავიანთ ქცევას და იმ აზრებს და ემოციებს, რომლებიც მათ გაუჩნდათ, სწავლობენ აქტიურ მოსმენას, საკუთარი პიროვნების და სხვა ადამიანების პატივისცემას. აგრეთვე, ყოველი შეხვედრის ბოლოს ტრენერი ჯგუფის ყოველ მონაწილეს შეფასების საშუალებას აძლევს. შეხვედრების დროს ტრენერი ყურადღებას აქცევს, რომ ყველა ბავშვი იყოს აქტიური და რაც მთავარია, ყოველმა მათგანმა შეძლებისდაგვარად, მიიღსოს მონაწილეობა სავარჯიშოების შესრულებაში. ტრენინგ-ოთახი მყუდრო, იზოლირებული, მოსახერხებელი და „ხალისიანი“ უნდა იყოს. რჩევები ტრენერებს:
.პირველ შეხვედრაზე, ტრენერმა ბავშვებთან ერთად უნდა შექმნას „ქცევის კოდექსი“ ანუ „წესები“, რომელიც ხელს შეუწყობს დისციპლინის დაცვას. ამავე დროს, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ერთად მიღებული წესების დაცვა ტრენერებსაც ევალებათ;
სავარჯიშოებში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია;
აუცილებელია თითოეული ბავშვის, განსაკუთრებით პასიური მონაწილეების, ამოქმედება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ძალდატანებით. შეიძლება, დავუსვათ შეკითხვები და მათი საშუალებით გამოკითხვის აზრის გაგებაში დავეხმაროთ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებით პასიურნი არიან;
როდესაც ჯგუფის წევრები დაკავებულნი არიან ხატვით ან წერით, სასარგებლოა დაბალ ხმაზე სასიამოვნო კლასიკური მუსიკა მოვასმენინოთ;
საინფორმაციო, ინტელექტუალური გამოკითხვების, შეჯიბრების დროს, შეიძლება ჯგუფის წახალისება დაჯილდოება;
თითოეული ბავშვის იდეა უნდა იყოს მოსმენილი;
ტრენერი ობიექტურად და სამართლიანად უნდა აფასებდეს ყველა ბავშვს და მათ მიმართ თანაბარი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს;
ტრენერი მუდამ უნდა ამხნევებდეს ბავშვებს, ისეთ რეპლიკებს აძლევდეს, რომელიც დაეხმარება მათ წარმათების მიღწევაში, თვითშეფასების ამაღლებაში;
ტრენერი უნდა ეცადოს, სიტუაციის მიხედვით, ყველა ბავშვი შეძლებისდაგვარად შეაქოს, რაც ხელს შეუწყობს მათი თვითშეფასების ამაღლებასა და საკუთარ ძალებში დარწმუნებას;
ბავშვების გარკვეული სიძნელეების დაძლევაში დახმარების დროს ტრენერს შეუზლია პირადი მაგალითები მოიყვანოს და ასე გაამხნევოს ისინი;
შენიშვნების მიცემის დროს ტრენერმა აქცენტი უნდა გააკეთოს ბავშვის ქცევაზე და არა პიროვნებაზე (მაგ: „შენ მოუსვენარი ცელქი ხარ“_პიროვნების უარყოფითიშეფასებაა, ხოლო _ „შენ გამუდმებით მოუსვენრად იქცევი, უმისამართოდ მოძრაობ, რის გამოც დანარჩენ ბავშვებს ხელს უშლი“_ქცევის აღწერაა“;)
თუ სავარჯიშო საშუალებას მისცემთ, ტრენერებმაც უნდა მიიღონ სავარჯიშოს შესრულებაში ბავშვებთან ერთად;
წიგნში აღწერილი ყველა ტრენინგ-შეხვედრაზე ბავშვები უნდა მოდიოდნენ. ამ წიგნში, სავარჯიშოებთან ერთად ტრენერებს განემარტებათ მათი მიზნები; გამოსაყენებელი მასალები, ინსტრუქციები, შეფასების-უკუკავშირის შეკითხვები და ა.შ.ჩვენი მიზანია, ამ შეხვედრების მეშვეობით, დავეხმაროთ ბავშვებს, რომ იყვნენ ლაღები, ოპტიმისტები, დამოუკიდებლები, შეძლონ სრულფასოვანი კომუნიკაცია; პატივი სცენ როგორც სხვა ადამიანებს, ასევე საკუთარ თავს. ჩვენი მთავარი სურვილია, გავუღვივოთ მათ სიყვარულის გრძნობა, სიკეთის ქმნის სურვილი; დავეხმაროთ, რომ შეძლონ სიძნელეების გადალახვა და დასახული მიზნების მიღწევა.
თინათინ ნორაკიძე, როზა იარადანგულიევა, თალიკო თვაური, ნინო კილანავა, დარეჯან ოდილავაძე, ხატუნა შონია;
მხატვარ დიზაინერი ბუბა ოჩიაური.

სიესტა თბილისი 2004
 ჩემი შესვლის დრო 05.01.2019.

ძირითადი დასკვნები
         დასახელებული ლიტერატურის გაცნობის და დამუშავებიის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ტრანზიტულობის ერთერთი აპრობირებული საშუალებაა პრაქტიკული მეცადინეობები, ამ ტიპის აქტივობას აქვს ყველა ის სიკეთე და მახასიათებლები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის ინტერაქციას არის სახალისო, საინტერესო, კრეატიული, მოითხოვს მრავალმხრივ ინტელექტს, იდეების და საქმიანობის მრავალმხრივობა მოსწავლეებს აძლევს დიდ არჩევანსმასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს. სხვადასხვა თეორიისა და მოსაზრების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდა იმ ძირითადი პრიორიტეტების დასახვა, რომლებიც დაგვეხმარება სწორად შეირჩეს მეთოდოლოგია და შესაბამისად დაიგეგმოს ინტერვენცია.  მეთოდური ლიტერატურის მიმოხილვის შემდეგ გამოიკვეთა თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ცოდნის ტრანსფერის უნარის გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ სწავლების ინდივიდუალიზაციაც და მრავალმრივ მიდგომებს.  ნათელია, რომ არ არსებობს ერთი უნიკალური მეთოდი, რომელიც შეიძლება ყველა სხვა დანარჩენებზე უკეთესად მივიჩნიოთ. თითოეულ მათგანს გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები, ის რაც ერთ მოსწავლესთან წარმატებულია, სხვა შემთხვევაში უეფექტო აღმოჩნდეს. ეს მასწავლებლისგან მოითხოვს სტრატეგიული ტრანსფერის უნარების ფლობას და შემოქმიდობას, რომელთა დაბალანსებაც შესაძლებელია მხოლოდ მეთოდების კომბინირებული სახით გამოყენების შემთხვევაში.  ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების განხორციელების შემდეგ, მოზარდი აუცილებლად შეძლებს მიღებული ცოდნის სხვა გარემოში გადატანას და საგნებისა და მოვლენების        გამოყენებას სხვადასვა შინაარსობრივ კონტექსტში.



თავიIII
.კვლევის დიზაინი
ამ თავში განხილულია საკვლევი კითხვები, სამიზნე ჯგუფი, კვლევის ვადები, მონაცემთა შეგროვების მეთოდები,მონაცემთა ანალიზი და მიგნებები..

3.1 მთავარი კითხვა-როგორ წარვმართოთ  ტრანზიტულობაზე გათვლილი სასწავლო პროცესი,რომ შევძლოთ მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის განვითარება  და როგორ მოვარგოთ იგი  ჩვენ სასკოლო პრაქტიკას?

  ქვეკითხვები:
  • ამ ეტაპზე ჩვენი სკოლის მოსწავლეების რა ნაწილს აქვს ,;ტრანზიტული “ ცოდნა?
  • რომელი თანამედროვე მიდგომები იქნება ყველაზე წარმატებული  ამ კუთხით?
  • რა მიდგომებს გვთავაზობს თანამედროვე სამეცნიერო და პრაქტიკული ლიტერატურა  იმისათვის, რომ მოსწავლეებში ზედაპირული ცოდნა, სინთეზური მრავალმხრივი განათლებით ჩაენაცვლოს?
  • როგორია საგაკვეთილო და არასგაკვეთილო პროცესში პრაქტიკული მუშაობების ხვედრითი წილი და ხარისხი

3.2.სამიზნე ჯგუფი
სსიპ ქალაქ ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში არის 882 მოსწავლე, 79 მასწავლებელი, 35 პრაქტიკოსი მ45 უფროსი. 37 სადამრიგებლო კლასი.
 საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ბიოლოგიაში ჩატარდა ზემოთ აღნიშნული სკოლის საშუალო საფეხურზე კერძოდ მეთერთმეტე კლასში. ამ ფოკუსჯგუფში დავიწყეთ პრობლემასთან ბრძოლისა და დაძლევის გზების ძიება.
 პრაქტიკული კვლევა ჩავატარესსიპ ქალაქ ქუთაისისN7 საჯარო სკოლის XI კლასში საშუალო საფეხურზე. ეს კლასი ავირჩიე იმიტომ, რომ სასწავლო პროგრამა მათემატიკასა და ბიოლოგიაში მოითხოვს სასწავლო მასალას, საკითხების სინთეზურ აღქმას. ტრანსფერი კი არის ისეთი ბაზისი, რომელიც დაეხმარება მასწავლებელს მოსწავლეებში გააღვივოს სწავლისადმი ინტერესი, აამაღლოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება და გააუმჯობესოს მათში მაღალი სააზროვნო უნარები.
ამ კლასში25 მოსწავლეა. განისაზღვრა კვლევაში ჩართული მონაწილე პირები:
·         X Iკლასის მოსწავლეებიანა ბედენაშვილი, ანა ლევიძე, ნინი ნემსიწვერიძე;
·         X Iკლასის საგნის მასწავლებლები ზაირა ტყაბლაძე, მზია ბუბაშვილი, თამარ ხაჭაპურიძე;
·          მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებების კათედრის წევრები: ნანა წკეპლაძე, ნინო ბაქრაძე, მზია ფხაკაძე, ლაურა ტოროშელიძე, მარინა არიშვილი;


კვლევის ვადები

აქტივობა
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი 
საკვლევი პრობლემის შერჩევა


x




ლიტერატურის მოძიება

x




კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება

x




კითხვარების შედგენა, დამუშავება და

x




მოსწავლეთა მასავლებელთა და მშობლების გამოკითხვა, ანალიზი


x




სამუშაო შეხვედრები

x

x

x

x

ინტერვენცია N1
სემინარი ფოკუსჯგუფთან (XIკლასში შემსვლელ პედაგოგებთან და  მასწავლებლებ
თან)


x




ინტერვენცია N2
გენეტიკის სასწავლო კვლევითი ექსპერიმენტების ფარგლებში
სასწავლო პრაქტიკული მუშაობა

x



ინტერვენცია N3
გენეტიკისსასწავლოკვლევითიექსპერიმენტებისსტატისტიკურიანალიზი,,საბოცვრემეურნეობა




 x


x


 x

ინტერვენციაN4
შემაჯამებელი  გაკვეთილი


x
x

ინტერვენციაN5
შემაჯამებელი ტესტირებები




x

x

ინტერვენცია N6
,,საფოსტო ყუთი“ პროცესის შეფასებისა და კითხვებისათვის?



x


x


x

ინტერვენციების შედეგების ანალიზი



x


x


     x

პრეზენტაცია




  x



3.3 კვლევის მეთოდოლოგია
მონაცემების შეგროვება განხორციელდა შემდეგი კვლევის  მეთოდების გამოყენებით:
Ø  დაკვირვება
Ø  ინტერვიუ
Ø  კითხვარი
Ø  ანკეტირება
Ø  გამოკითხვა
ანკეტირება, გამოკითხვა, ინტერვიუ  მასწავლებლებთან
XIკლასის  შემსვლელ მასწავლებლბს დაურიგდათ
ანკეტა #1გსურთ თუ არა მონაწილეობა მიიღოთ კვლევაში?
         სსიპ ქალაქ ქუთაისის N7 სკოლაში ტარდება  კვლევა,  რომლის მიზანია,,მოსწავლეთა ტრანზიტულობაზე  გათვლილი სასწავლო პროცესის  სწორად დაგეგმვა,  წარმართცა   და მისი როლი სწავლა-სწავლების პროცესის განვითარებაში.“თქვენი, როგორც პედაგოგის  მონაწილეობა ამ კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია.

 მასწავლებელთა 100% იანი მზაობა,  ამყარებს კვლევის საჭიროებას.
ანკეტა  დაურიგდათ სხვადსხვა საგნის მასწავლებლებს
კითხვა#1-რამდენად ხშირად იყენებთ პრაქტიკულ მუშაობასსასწავლო პროცესში?
ანკეტირების ანალიზი- სატატისტიკურადსაგაკვეთილო პროცესში მასწავლებლები იყენებენ ტრანსფერული ცოდნის მიღების კონკრეტულ პრაქტიკას, პრობლემაა გამოიკვეთა არასაგაკვეთილო ნაწილში, ე.ი. ჩვენი კვლევის პროცესში მეტი ყურადღება არასაგაკვეთილო  პრაქტიკას  უნდა დავუთმოთ.
კითხვარი სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს 
კითხვა   გაიხსენეთ   და ჩამოთვალეთ საკუთარი ან სხვისი პრაქტიკიდან  პრაქტიკული მეცადინეობების  ხელშემშლელი ფაქტორები და პირობები? როგორ დაძლიეთ,  რა პრობლემას ვერ გაუმკლავდით?
ასეთის არსებობის შემთხვევაში
- გთხოვთ აღწეროთ პრობლემა ?
(ეთიკის ნორმების დაცვით)
- როგორ შეძელით პრობლემის მოგვარება ?
გამოკითხული მასწავლებელი-პრაქტიკული მეცადინეობა რომ ცოდნის გამთლიანების  და ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენების საუკეთესო საშუალებაა ეს ყველასათვის ცნობილია, თანდათან ვაგროვებ პრაქტიკას ამ კუთხით. ბევრი წავიკითხე და გავიგე, ამ მიზნით ვგეგმავ პრაქტიკული მეცადინეობის  გაკვეთილებს, მაგრამ ძალიან შრომატევადი შეიქმნა ჩემთვის პროცესისი მართვა, ნამდვილად ვისურვებდი ამ  საკითხზე დამატებითი ინფორმაციისა და კვლევითი შედეგების გაცნობას...
გამოკითხული მასწავლებელი -პრაქტიკულ მშაობის დაგეგმვას შეიძლება ითქვას კარგად ვართმევ თავს, მაგრამ მიჭირს არასაგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების ინიციატივების გამოწვევა, ინტერაქცია, ისინი თვლიან, რომ საგაკვეთილო დრო და მუშაობა საკმარისია, ამ მოტივით  ხშირად შეიქმნა სრული ჩართულობის პრობლემა....  თანამედროვე მიდგომები ამ საკითხზე მაინტერესებს და   ნამდვილად არ იქნება ზედმეტი ამ თემაზე კიდევ ერთხელ გადამზადება თუნდაც თქვენი კვლევის ფარგლებში....
ინტერვიუ მასწავლებლებთან

3.4.ინტერვიუს ანალიზი
თითქმის ყველა მასწავლებელი ესწრება შეხვედრას.
წამოვჭერი პრობლემა თემაზე-პრაქტიკული მეცადინეობების როლი და ტრანსფერი, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ საკითხზე ისინი საკმაო თავდაჯერებით საუბრობენ, მათ მსჯელობაში იგრძნობა ამ პრობლემის  აქტუალურობის განცდა  და მეტის გაგების სურვილი,  ამ ტიპის საქმიანობისადმი ინტერესი და სურვილი.  რამდენიმე მასწავლებელმა ისაუბრა პრობლემაზე, რომელიც უშლის  ხელს  საქმიანობაში.. ეს მომენტი ჩვენ  სტიმულს მაძლევს და ვცდილობთ შევახსენოთ პანდორას კითხვების შესახებ. ისინი იხსენებენდნენ ამ სასკოლო პრაქტიკას, თუმცა აშკარაა და თვითონაც აღიარეს, რომ უპრიანი იქნება ამ თემის კიდევ ერთხელ გადახედვა...
მიგნებამასწავლებლებს უჭირთ პრაქტიკული მუშაობების გაკვეთილის დაგეგმვა ისინი ეძებენ პასუხს კითხვაზე როგორ გაუადვილოთ ამ ტიპის მეცადინეობის ჩატარება და მოსწავლეთა არასაგაკვეთილო პროცესში ჩართულობა.
ამის შემდეგ  შევეცადე დამეზუსტებია ამ კუთხით ჩვენი სკოლის რეალობა, საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო პროცესში ტრანსფერს შევეხე.  მოიყვანეს პედაგოგიური  პრაქტიკიდან პრაქტიკული მეცადინეობების მაგალითები, კერძოდ   გაკვეთილის გეგმები, მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კოლექტივი ამ მხრივ ცდილობს და მუშაობს.  მე ვთვლი, რომ ამ საკითხზე  კვლევის ფარგლებში გავიგე ის რაც ჩვენ საქმიანობას ამ კუთხით შეავსებდა და შევეცადე  რამდენიმე მყარი არგუმენტით დამენახებია მათთვის, ამ კვლევის ძირითადი მიზანი და შევთანხმდით თანამშრომლობაზე.
  მსჯელობა  გაიმართა დისკუსიის რეჟიმში, მასწავლებლები იყვნენ გახსნილები და ღიად საუბრობდნენ,  და გამოთქვეს მზაობა.

ანკეტირება, გამოკითხვა, ინტერვიუ XIკლასის მოსწავლებლებთან
XI-კლასის  მოსწავლეებს დაურიგდათ ანკეტა
გსურთ თუ არა მონაწილეობა მიიღოთ კვლევაში?
         სსიპ ქალაქ ქუთაისის N7საჯარო სკოლაში ტარდება  კვლევა,  რომლის მიზანია,,პრაქტიკული მეცადინეობების სწორად დაგეგმვა, ჩატარება  და მისი როლი ტრანსფერული ცოდნის განვითარებაში“თქვენი, როგორც მოსწავლეების მონაწილეობა ამ კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია.
 მოსწავლეების ენთუზიაზმის შენარჩუნების, განცდების დამოკოიდებულებების და ინტერსების დადგენის მიზნითდავგეგმე პრევენციული ხასიათის გამოკითხვა
ინტერვიუ მოსწავლეებთანმას შემდეგ, რაც მასწავლებლებისგან თამხმობა მივიღე თანამშრომლობაზე და საკმაოდ დამაიმედებელი დასკვნების დავდე, ინტერვიუ გავმართე  მოსწავლეებთან, მოკრძალებულად გავაცანით საკითხი და შევეცადეთ მათგან მიგვეღო პასუხი, თვითონ როგორ აღიქვამდნენ ამ პრობლემას და როგორია დამოკიდებულება
მოსწავლეები - მოსწავლეებსმოსწონთ პრაქტიკული მეცადინეობები, კიდევ უფრო სხვა ტიპის გაკვეთილები, მეტი ლაბორატორიები, ექსკურსიები, მეტი პროექტები, სახალისო და საინტერესო მასალები,ყველა გაკვეთილზე ისტ. საშუალებები... როცა არასაგაკვეთილო მუშაობას შევეხე მათ ღიად გამმიცხადეს, რომ ამ ტიპის მეცადინეობებზე დასწრება ნებაყოფილობითია და მხოლოდ მაშინ ივლიან თუ იქნება საინტერესო გამოყენებადი, თუ შევძლებ და სახალისო  იქვე დაურიგეთ  და უპასუხეს კითხვარს
XI-   კლასის მოსწავლეებმა უპასუხეს შემდეგ კითხვას:
კითხვა-1 გთხოვთ გვიპასუხოთ, რა ტიპის სასწავლო აქტივოვაში ერთვები მეტი ხალისით ხალისით?
 პირველი კითხვის შედეგებით პრიორიტეტები ასე გადანაწილდა

პროექტი-38%
სპორტული შეჯიბრებები-26%
სასკოლო ექსპერმენტები-15%
ექსკურსია-18%
სხვა დანარჩენი-13%
ე.ი. მოსწავლეები ისეთი სწავლას ანიჭებენ უპირატესობას, სადაც პროცესი საქმიანიცაა და სახალისოც... დ.უზნაძის აზრით ,,სკოლის ასაკის ბავშვების თამაში სპეციფიკურ სახეს იძენს ის მიზანდასახული ქცევების ფორმად იქცევა.

თანამედროვე ახალგაზრდა კარგად ალაგებს და ახარისხებს პრიორიტეტებს, მასწავლებლებმა კი უნდა შევძლოთ მათი განწყობა, დამოკიდებულებების გაგება და სასწავლო პროცესში გათვალისწინება...
მიგნება- მოსწავლეებს სურთ პროექტის  ტიპის აქტივობებში მონაწილეობა და კიდევ მეტს მოელიან მასწავლებლებისგან;
მიგნება-სასწავლო პროცესს  სჭირდება მოსწავლეთა ინტერსებზე და საჭიროებებზე მორგებული  მეტი არასაგაკვთილო საქმიანობა;


3.5. კვლევის მიგნებები
მიგნება1 მასწავლებლებს უჭირთ პრაქტიკული მუშაობების გაკვეთილის დაგეგმვა ისინი ეძებენ პასუხს კითხვაზე როგორ გაუადვილოთ ამ ტიპის მეცადინეობის ჩატარება და როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა არასაგაკვეთილო პროცესში ჩართულობა.
მიგნება2 მოსწავლეებს სურთ პროექტებში მონაწილეობა და კიდევ მეტს მოელიან მასწავლებლებისგან;
მიგნება3 სასწავლო პროცესს  სჭირდება მოსწავლეთა ინტერსებზე და საჭიროებებზე მორგებული  მეტი არასაგაკვთილო საქმიანობა;

შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა კვლევის აქტუალობასა და აუცილებლლობაში.




თავიIV

4.1.        ინტერვენციის აღწერა-
განხორციელებული ქმედებები
ინტერვენცია#1  კოლეგებთან გაიმართა  სემინარი თემაზე  ,,პრაქტიკული მოუშაობა და მისი როლი ტრანსფერული ცოდნის განვითარებაში“
ინტერვენცია #1-ის მიზანი
მასწავლებლებისათვის კონკრეტულ თემაზე  სანდო და პროფესიონალურ დონეზე დამუშავებული მასალის და ინფორმაციის  მიწოდება.
   კლასტერებში  ჩამოვაყალიბეთ რა ტიპის აქტივობები გაამართლებდა კონკრეტულ შემთხვევაში და შევაჯამეთ კერძოდ, როგორ უნდა  დაიგეგმოს  საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო სასწავლო პროცესი და რა ელემენტების დამატებაა საჭირო. დაგეგმილ აქტივობებს ვათანხმებდით დამრიგებლებთან და დირექციასთან.  ვაჯამებდით სად კვეთდა ჩვენი შეხედულებები და რა სიახლე და აუცილებლობა დაგვანახა კვლევის მიმდინარეობამ, აქტივობების შერჩევისას და გაკვეთილის გეგმის შედგენისას ვითვალისწინებდით ფუნდამენტურ მითითებებს და მოთხოვნებს რომელიც თანხვედრაშია ე.ს.გ. მოთხოვნებთან  და   სამეცნიერო ლიტერატურასთან
(ჟ პიაჟე, დ. პერკინსი, დ. უზნაძე, ჯ.დიუი, პრაქტიკული მეცადინეობების სავარჯიშოები...)
         შეხვედრა გაიმართა დისკუსიის რეჟიმში, დაიგეგმა თუ რა უნდა გავაკეთოთ,  ასევე განვიხილეთ პრაქტიკული მეცადინეობების რამდენიმე კონკრეტული  შემთხვევა. გავეცანით  თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის  ანალიზს, სტატისტიკას და შევთანხმდით დავხმარებოდით ერთმანეთს და დაიგეგმა შემდგომი ინტერვეციები.
ინტერვენცია N2 გენეტიკის სასწავლო კვლევითი ექსპერიმენტების ფარგლებში
სასწავლო პრაქტიკული მუშაობა (სასკოლო ლაბორატორია)
ინტერვენცია#2 მიზანი- მოსწავლეებში ტრანზიტულობა, ტრანსფერული ცოდნა- უნარების განვითარება.
თემა:,,გენეტიკის კანონზომიერებები (მენდელისკანონები), სტატისტიკა და მათემატიკურ-ბიოლოგიური ანალიზი“. ამისთვის შევკრიბეთ მე-11 კლასის მოსწავლეები და  სამუშაო შეხვედრაზე გავაცანითსამუშაო გეგმა.
მშრალად მიწოდებული სასკოლო დავალებები, ამოცანები და სავარჯიშოები  მოსწავლეებისათვის ნაკლებად საინტერესოა და როგორც წესი ამ სავარჯიშოების ეფექტიანობის კოეფიციენტი ძალზე დაბალია: მიღებული ცოდნა მოსწავლეს სწრაფად ავიწყდება, რადგან ვარჯიშის დროს შესრულებულ პროცედურებს არ გააჩნია კონტექსტი, ხოლო მოსწავლის მოტივაცია დაბალია. ამიტომ ინტერვენციის ფარგლებში მუშაობა გავამდიდრეთ ისტ. რესურსებით და სასკოლო ლაბორატორიული მასალით.
 ბავშვები ავლებდნენ პარალელს , მსჯაელობდნენ ,  ახდენდნენ მათემატიკური და ბიოლოგიური ცოდნის სინთეზს, მაგრამ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ჩართულობა არ იყო აბსოლუტურიდა ინტერაქცია სრულყოფილი. კიდევ ერთხელ დავასკვენით, რომძალიანრთულიამხოლოდ წიგნიდან მიღებული თეორიული მასალის საფუძველზე მიიღო მყარი და გამოყენებადი ცოდნა, ამიტომმნიშვნელოვანამოცანადითვლებამასწავლებლისთვისშექმნასრეალურიდაწარმოსახვითიგარემო სასწავლო პროცესში დაგამოიყენოსსხვადასხვამუშაობისხერხები. ინტერვენციის დასკვნითფაზაზე, იმისთვის, რომ ბავშვებიგასულიყვნენ მაღალსააზროვნოუნარებზე,  თემაზე  გაიმართა დისკუსია. დისკუსიაში ჩაერთო ყველა მოსწავლე პროცესი იყო დინამიური ემოციური, ეს განცდები და ქმედებები აუცილებლად შეუწყობს ხელს მიღებული ცოდნის ხანგრძლივ დამახსოვრებას. ასევემსგავსი საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეებს გაუმყარებსცოდნას, რომელიც არ არისმხოლოდიმისთვის, რომგაკვეთილისშემდეგკარგიშეფასებამიიღონ. ესუნარებიმათმთელიცხოვრებისგანმავლობაშიგამოადგებათ.
ინტერვენციის ფინალურ ეტაპზე ჩვენ წყვოლა (მასწავლებლებს) დაგვრჩა  მცირე დაუკმაყოფილებლობის განცდა ...
    გადავწყვიტეთ პრაქტიკული მუშაობა საგაკვეთილო სივრციდან გადაგვეტანა  არასაგაკვეთილო სივრცეში და დაცვგეგმეთ შემდეგი ინტერვენცია.
ინტერვენცია N3  გენეტიკის სასწავლო კვლევითი ექსპერიმენტების ფარგლებში
სასწავლო-საველე პრაქტიკული მუშაობა ,,საბოცვრე მეურნეობაში“
 გამოკითხვის შედეგებით დასტურდება, რომ მოსწავლეებს სურთ პრაქტიკული მუშაობები და უპირატესობას პრექტს ანიჭებენ, ასევე ყველა სამეცნიერო ლიტერატურა ამ აქტივობას პროდუქტული ცოდნის მიღების ერთ-ერთ  საუკეთესო  საშუალებად განიხილავს.
ინტევენცია#3-ის მიზანი არაფორმალური განათლება - არასაგაკვეთილო პრაქტიკული მუშაობების დანეგვა დამოსწავლეებში ტრანსფერული ცოდნის  და უნარების განვითარება.
მოსწავლეების აქტიურობა მოსალოდნელზე მაღალი იყო,  რადგან მათ კვლევის ფარგლებში (ინტერვენცია#2)  შესრულებული ქონდათ მსგავსი ტიპის საგაკვეთილო  პრაქტიკული მუშაობა, ახლა კი რეალურად ჩაერთნენ მუშაბაში  მებოცვრეობის სამეცნიერო ჯგუფთან ერთად  უშუალოდ დააკვირდდნენ  სელექციას, ინიშნავდნენ ჰიბრიდების თვისებებს ადარებდნენ მიღებულ შთამომავლობას ადგეენდნენ თანაფარდობას და ახდენდნენ სატატისტინურ ანალიზს( შექმნეს გენიალოგიური რუკა, დაადგინეს % მაჩვენებელი, ნიშან-თვისებათა დომინანტობა, ააგეს დიაგრამები...)შესასრულებელი სამუშაო და დავალებები აბსოლუტურად ჰეტეროგენური იყო, ამ ტიპის პარალელი საჭირო იყო,  რადგან ეს იყო განმამტკიცებელი  და წინა პრაქტიკების შემაჯამებელი მუშაობა... აქტივობის მიმდინარეობამ და მოსწავლეთა ჩართულობამ კი  ცხადყო  კვლევაში  კონკრეტული აქტივობის   ეფექტურობა და აუცილებლობა.

შეფასების კრიტერიუმები
ყოველთვის
ხანდახან
იშვიათად
აქტიურად ვართ ჩართული პროექტის მსვლელობაში




ზუსტად ვასრულებ ინსტრუქციებს



ვითვალისწინებ სხვის აზრს



მასწავლებლები-მოსწავლეთა ტრანზიტულობის  მიზნით ხშირად ვიყენებთ სხვადასხვა მიდგომებს, მათ შორისაა საგანთა შორისაა საგანთა  ინტეგრირება და ტრანსფერი, პროექტორული და პრაქტიკული სამუშაოები (სხვა გარემოში სასწავლო  პროცესის გადატანა). ჩვემი პრაქტიკიდან გამომდინარე კონკრეტულ მიზანს ყველაზე კარგად მაშინ ვაღწევდი თუ გადაცემული მასალა ფონურ ცოდნასთან ერთად ბავშვებს  პრაქტიკულ უნარებსაც უვითარებს და სიამოვნებას ანიჭებს, მათი ინტერესები და მიდრეკილებები არის  გათვალისწინებული.  ფინალურ ეტაპზე სამუშაო შეხვედრაზე დამსწრე  მოსწავლეებმა მოიტანეს ნამუშევრები, გამოიყენეს ფონური ცოდნა თითოეულმა და ჯგუფებმა გააკეთეს მონახაზი გააცვნეს ერთმანეთს მასალები, შეაჯერეს და დააზუსტეს საბოლო დეტალები.
პრაქტიკული მუშაობებით   მოსწავლეებმა   შეძლესერთ საგანშიათვისებულიცოდნისსხვაკონტექსტში გადატანა,სხვა და სხვა დისციპლინებშიგამოყენება და ისწავლესკავშირებისდამყარება.
ინტერვენციების მიმდინარეობისასპატივის ვცემდით   მათ  არჩევანს,  მასწავლებლებმა შევათანხმეთ ამ საკითხებზე ჩვენი ხედვები დავგეგმეთ სამუშაო პროგრამა. პროცესი იყო ინტერაქტური, თანამშრომლობითი, გავწერეთ ვადები, სამუშაო შეხვედრები, გადავანაწილეთ დავალებები (ძლიერი მხარეების გათვალისწინებით) მუშაობის პერიოდში ვითვალისწინებდით ყველას აზრს და შესაძლებლობას.
გავითვალისწინეთ აქტივობის სირთულე და მასშტაბურობა საქმიანობას, რომ არ მიეღო ქაოსური ხასიათი დავგეგმეთ სამუშაო შეხვედრები, სადაც დავაკვირდებოდით და გავაკეთებდით  ჩანიშვნებს, რადგან ასე  პროცესის მონიტორინგი  გაგვიადვილებოდა.
შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ინდივიდები და ჯგუფები მასალის დამუშავების მიზნით მოიპოვებდნენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან  ავლებდნენ პარალელს, აჯამებდნენ მასალას, გამოჰქონდათ  დასკვნები, იცავდნენ დროის ლიმიტს და მუშაობის წესებს.
პროექტზე მუშაობის ანალიზი - მოსწავლეებს მივეცით გეგმა და ინსტრუქციები, რომელიც დაეხმარებოდათ სამუშაოს შესრულებაში:
 ფინალი-სამუშაო შეხვედრების შედეგი:   ყველა სამუშაო შესრულებულია, ზუსტდება ბოლო დეტალები.
ვფიქრობ პრაქტიკულმა მუშაობამ გარდა იმისა, რომ მისცა  თავისი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ გადაფასების საშუალება და განუვითარა სასწავლო უნარები, ასევე  განუვითარა   ,,გენერაციული“ ცოდნა-საკითხისადმი კრიტიკული მიდგომა, არგუმენტებით გამყარებული მსჯელობა, იდენტიფიცირება, ინტერპრეტირება, მრავალფეროვანი რესურსების შექმნა, სტატისტიკური ანალიზი, პრეზენტაციები, თანამრომლობა ის უნარებია, რომელმაც მოსწავლეებს აღუძრათ ინტრესი, განცდები,  შემატა გამოცდილება,  გაუმმძაფრებდათ მეტის გაგების სურვილი და ..მოქმედების პერსპექტივა“.
    მსგავსი აქტივობა, არჩევანი  და ალტერნატივებმა მათ მიანიჭა  დამატებით პასუხისმგებლობა,  მე კი დამეხმარა დამედგინა მოსწავლის მიდრეკილებები და ძლიერი მხარეები, რასაც ვითვალისწინებდი მათთან ინდივიდუალური მიდგომების დიფერენცირებისას. პრაქტიკული  მუშაობის პროცესში ვთავაზობდი მოსწავლეებს დახმარებას, მაგრამ არა იმაზე მეტს, ვიდრე საჭირო იყო. უბრალოდ თვალყურს ვადევნებდი, თუ როგორ ცდილობნენ,თავი გაერთმიათ ამოცანისათვის. როცა მოსწავლე  ყოყმანობდა, ვამხნევებდი,ვაქეზებდი  ახლად შეძენილი უნარის ან ცოდნის განმტკიცებაზე, შეასაბამისად
პრაქტიკული მუშაობის პროცესში  ვაკვირდებოდი, მუშაობის რა ნაწილზე იყო კონკრეტული მოსწავლე უფრო აქტიური, ჩანიშვნები გამოვლენილი  ინდივიდუალური თავისებურებები დამეხმარა შემდგომში, დარჩენილი სასწავლო პერიოდში გაკვეთილების სწორად დაგეგმვაში.
   მოსწავლეებმა შეაჯერეს და  მიცემულ მასალებზე დაყრდნობით იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები,  გამართეს  პრეზენტაცია.
ბოლოს შეაფასესთავიანთინაშრომი, ასევეერთმანეთის წვლილი სამუშაოში.. კონსტრუქციული უკუკავშირი  მივეცით მასწავლებელმა და დამსწრე საზოგადოებამ.
დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა შეაჯამეს ცოდნა, დაინახეს მსგავსი მეცადინეობის პრიორიტეტები .
პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა  ზეპირად უპასუხეს კითხვას
- გსურთთუარამსაგავსი ტიპის აქტივობებში მონაწილეობის მიღება?
 ყველა მოსწავლემ თანხმობა განაცხადა!!!
სასკოლო საზოგადოებამ დაინახა მსგავსი მეცადინეობის პრიორიტეტები და შედეგები. მათი შეფასებები ჩვენ  დაგვეხმარა პრაქტიკის კვლევის საჭიროებისა და  პროცესში განხორციელებული ინტერვენციების რელევანტურობის დადგენაში

ინტერვენციაN5
შემაჯამებელი  გაკვეთილიშემაჯამებელი გაკვეთილის  კომპონენტი აგებული იყო  სწავლა-სწავლების  შედეგზე. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის-მოსწავლეთა ტრანზიტულობაშესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგებით  კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლებმაშეძლეს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა.
ინტერვენცია N6
,,საფოსტო ყუთი“ პროცესის შეფასებისა და კითხვებისათვის?სკოლის ფოიეში განვათავსეთ საფოსტო ყუთი წარწერით ,, პრაქტიკული მუშაობების  შეფასებისა და კითხვებისათვის”
ინტერვენცია#5 და #6-ის მიზანი გაწეული მუშაობის შეფასება.
ვთხოვე ბავშვებს ერთი წინადადებით  შეეფასებინათ  პროცესი, როგორი იყო მათი განცდები, განწყობები შენიშვნები,   გზავნილებში აღმოჩდა პოზიტიური სმაილები, შეძახილები, დამაიმედებელი ფრთიანი ფრაზები, რაც კვლევის შედეგების ყველაზე უტყუარი და ობიექტური ინდიკატორი იყო.


4.2პოსტ-ინტერვენციური გაზომვა  
პოსტ-ინტერვენციურმა შეფასებებმა  თითქმის ყოველთვის სასურველი შედეგი მომცა
XIკლასის მოსწავლეების მოსწავლეთა აკადემიური საშუალო მაჩვენებელი 11% ით გაიზარდა მოსწავლეთა საკუთარი თავის რწმენა და მოთხოვნილება ბიოლოგიის და გამოყენებითი მათემატიკის მიმართ.
განხორციელდა  ინტერვენციები, რომლისპროცესში ხდებოდა აქტივობების დაგეგმვა ისეთი საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო აქტივობების, რომლის წარმატებული განხორციელება თავის თავში გულისხმობს, მრავალფერობნებას, არჩევანს ,,სწავლაში მოსწავლის მხრიდან გამოვლენილ ინიციატივას ხანგრძლივი და მყარი ეფექტი აქვს“  კ. როჯერსი.   სადაც ბავშვი ირჩევს იმ საქმიანობას და რესურსს, რომელიც შეესაბამება მის რეპრეზენტატულ სისტემას, ტრანსფერული უნარების განვითარებისა და სწავლების ეფექტიანობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას და ინიციატივას.
ინტერვენციების განხორციელების შედეგად მიღწეული  შედეგების მიხედვით მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები არიან საკუთარი აზრის გამოხატვაში და უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებენ შემაჯამებელი სამუშაოს შესრულებისას.
ინტერვენცია#1მასწავლებლებს გავაცანით კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის შედეგები და მიგნებები, შევქმენი კონკრეტულ საჭიროებებზე გათვლილი მასალა, გავაცანი კლასის სხვა საგნების მასწავლებლებს, ასე გაეცვნენ ტრანსფერის თემაზე მოძიებულ ლიტერატურას. ერთია როცა  ეცნობი  და ახორციელებ რაიმე სიახლეს, მაგრამ ასევე აუცილებელია მისი მრავალჯერადი გამოყენება,  ანალიზი, მორგება კონკრეტულ რეალობაზე, დადებითი განმტკიცებლები, რომლებმაც მასწავლებლებში გამოიწვია კონსტრუქციული უკუკავშირი, შევთანხმდით თანამშრომლობაზე.    აღინიშნა ინტერვენციების აუცილებლობა. რის გამოც მივმართეთ აქტიური სწავლების მეთოდს.
ინტერვწენცია#2 და #3უპირატესობაემოციურიზეგავლენამოსწავლეზე.ამიტომყურადღებაუნდაიყოსმიმართული, რათამოსწავლესჩამოუყალიბდესნანახისმიმართპირადიდამოკიდებულება.ამპირობებშიუყურადღებობავშვიცკიჩართულიაპროცესში.იმისათვისრომ,  გაიგონნანახიშინაარსი, მოსწავლეებსსჭირდებათგანსაზღვრულიძალისხმევა და თვითნებურად ხდება დამახსოვრება პროცესზე.სხვადასხვაარხებისგამოყენებაინფორმაციისმისაღებად(სმენითი ,  მხედველობითი , მოტორულიაღქმა)  დადებითადმოქმედებსშთაბეჭდილებებისსიმყარეში. კონკრეტულმა პრაქტიკამ აჩვენა ამ ტიპის სწავლების ეფექტურობა.
პრაქტიკულმა  მეცადინეობამ იმდენი  აქტივობები შეთავაზა ყველა ტიპის მოსწავლეს (კინესთეტკი აუდიალი, ვიზუალი) მიეცა თავისი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება, ისინი თვითონ ირჩევდნენ  აქტივობის კონკრეტულ ტიპს,  მათი არჩევანი კი მე გვაძლევდა დასკვნების გაკეთების საშუალებას  რა ტიპის მოდალობა იყო კონკრეტული მოსწავლის ძლიერი მხარე, რაც გაგვეხმარება  შემდგომში  გაკვეთილების სწორად დაგეგმვაში სწავლების ინდივიდუალიზაციის პროცესში... გაძლიერდა ინტერაქცია, მოსწავლეთა ჩართულობა იყო აბსოლუტური  და ძალზედ შემოქმედებითი.  მათი სიჯიუტე და არასაგაკვეთილო პროცესში შერჩევითი ჩართულობა მთლიანად გამოირიცხა და რადგან მათ გაუჩვდათ მოთხოვნილება ამ ტიპის სამუშაოს შესრულების და რა ვალდებულება.
ინტერვენცია#4 , #5 და#6( შემაჯამებელი გაკვეთილი და ტესტირებები,  შეფასებების დაკითხვების ყუთი )
კონკრეტული აქტივობები დაგვეხმარა ინტერვენციების შედეგების ანალიზსა  და შეფასებაში, ზოგადად  პრაქტიკის კვლევის  რეკომენდაციებისა და დასკვნების  გაკეთებაში. გაკვეთილზე მოსწავლეები შეფასედნენ ტრანსფერული უნარების შეფასების რუბრიკით შედეგების ანალიზმა თვალსაჩინო შედეგი აჩვენა. მოსწავლეებმა კი პოზიტიური სმაილებით,  გულწრფელი შეძახილებითა და მომავალში მსაგავსი ტიპის  მუშაობისადმი მზაობით გამოხატეს თავიანთი განწყობა.
წინა გაკვეთილები   არ იყო ისე ეფექტური, აკლდა  კონკრეტიკა,  იყოხარვეზები , ყოველივე ამის შემდეგ, თვითაქტუალიზაცია, დინამიურობა  კმაყოფილებით ავღნიშნავ, რომ პოსტინტერვენციური გაკვეთილებისა და ტესტირებების შედეგები კი  თვალსი საცემად წარმატებული იყო. თითქოს სასწავლო პროცესი ,,ხელახლა დაიბადა“..
.პრე და პოსტ ინტერვენციური შემაჯამებელი ტესტირების შედეგების ანალიზი

პირველი ტესტირების შედეგი 25,8%
მეოერე  ტესტირების შედეგი 39,2%
მესამე ტესტირების შედეგი45%
ვისარგებლეთ  სტატისტიკის ცხრილის მონაცემებით.
პროგრესი თვალსაჩინოა 
ინტერვენცია #6ანალიზიპოსტინტერვენციურ სტადიაზე კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ შედეგები და ინტერვენციების დასკვნით ნაწილზე,  ოსწავლეთა განწყობის კორექციის % მაჩვენებლის დადგენისა და მომავალი მუშაობის დაგეგმვისათვის მოსწავლეთა ინტერესების იდენტიფიცირების მიზნით მოსწავლეთა ზეპირი გამოკითხვის შედეგი ასეთია.
ერთი სიტყვით შეაფასეთ პრაქტიკული  მუშაობები

მეტი გავიგე-40%
ექსპერიმენტები საინტერესოა-25%
აღარ დამავიწყდება-35%~
.კითხვები, რომელიც გაინტერესებთ
 პუნქტის შედეგებიპასუხგაუცემელი კითხვები ჩავინიშნეთ და გამოგვადგა შემდგომ მუშაობაში.
პირველი ინდიკატორი, რაც მნიშვნელოვნად შეიცვალა ინტერვენციის შემდგომ არის მოსწავლეთა დამოკიდებულება სწავლისადმი და პრაქტიკული მუშაობების უპირატესობების ნათელი დადასტურება ის, რომ  გაიზარდა როგორც  სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა სწავლის ხარისხი, ამავდროულად, ძლიერი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებშიც გაორმაგდა უკეთ სწავლის მოტივაცია.

    ინტერვენციის  შედეგად შეიცვალა  დამოკიდებულება და აღქმა. ეს ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ სწორად დაგეგმილმა პრაქტიკულმა მეცადინეობებმა და აქტივობების მრავალფეროვნებამ, სწავლების ინდივიდუალიზაციამ  შესაძლებელი გახდა სწავლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

დაგეგმილმა ინტერვენციებმა,  სასწავლო გარემომ, ფორმატმა, სწორმა ინტეგრირებამ,  ხელი შეუწყო პროცესის წარმატებას, მოსწავლეებში ტრანზიტულობის ხელშეწყობას,  რადგან ეს ცვლადები მეტად მნიშვნელოვანია ტრანსფერის უნარის განვითარებისათვის. მოსწავლე, რომელიც ინფორმაციას იღებს სრულიად განსხვავებული წყაროებიდან და სხვადასხვა  პირობებში, სწავლობს და უფრო სწრაფად  ახერხებს ინფორმაციის ორგანიზებას.

4.3. კვლევის ნაკლოვანებები:
ვფიქრობთ მშობელთა ჩართულობა მეტ ძალისხმევას შემატებდა ჩვენ კვლევას,ასევე იმისათვის,რომ სამომავლოდ დავგეგმოთსასწავლო პროცესისადმი სწორ დამოკიდებულებაზე ორიენტირებული ინტერვენციები. გავეცნობით კონკრეტული სახის  მეტ ინფორმაციას და გავააქტიურებთ ჩვენს მუშაობას ამ  კუთხით.
ინტერვენციების შედეგებმა ცხადყო,  გამოყენებული ჩარევები, ხელს უწყობს სწავლისადმი ინტერესის აღდგენას და თვითაქტუალიზაციას.
  
 4.4. რეკომენდაციები.
გაგება, გამოყენება პერკინსისმიხედვით, მხოლოდშინაარსისგაგებასარგულისხმობს, გაგებაშიმოქმედებისპერსპექტივაციგულისხმება. კერძოდ, მოახერხებსთუარაადამიანიმისთვისახალსიტუაციაშიკონკრეტულიცოდნისგახსენებასადაგამოყენებას. ამ თეორიიდან გამომდინარე პრაქტიკული მეცადინეობები მოსწავლეებთან მასალის შინაარსის  მიტანის, აღქმისა და გაგეგის ერთერთ ოპტიმალურ  საშუალებად არის აღიარებული.
ინტერვენციის ანალიზის შედეგად რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა
·         საგაკვეთილო  და არასაგაკვეთილო პრაქტიკული მუშაობების მეტად დანერგვა სასწავლო პროცესში;
·         თანამედროვე  სკოლაში ჩატერებული  არა ფორმალური აქტივობები  უნდა დაიგეგმოს მიზანზე ორიენტირებულად და არ უნდა იყოს სპონტანური;
·         მოსწავლეებს პრაქტიკული მუშაობისას  უნდა შეუქმნათ რეალურთან მიახლოებული  სიმულაციურ გარემო, რათა  კეთებით ხდებოდეს ინტერაქციის სტიმულირება და თავისუფალი საქმიანოობის ხელშეწყობა;
·         მოსწავლეთა რაოდენობასა და ინდივიდუალიზაციაზე  გათვლილი რესურსების ხელმისაწვდომობა და აქტივობების  მრავალფეროვნება,რაც გამორიცხავს სამუშაოში უქმად ყოფნის ან მოცდის ალბათობას;
·         მასწავლებლის მიერ მონიტორინგი, სიტუაციური  და   კონსტრუქციული უკუკაშირი. შესაბამისად მოსწავლეები დაეუფლებიან  სინთეზირებულ ცოდნას, გარემოში მუშაობის წესებს და პრინციპებს.
·         სწავლების თანამედროვე მოთხოვნები გულისხმობს ზოგადგანათლებისმიზნებზე დაფუძნებულ  სწავლებას, სადაც ზუსტად იქნება განსაზღვრული  რა ტიპის კომპეტენციებისგანვითარებასჭირდებათბავშვებს, რომლებიცმათზრდასრულობაშისხვადასხვასიტუაციაშიგამოადგებათ.
·         ბევრი რამ კეთდება მასწავლებელთა დახელოვნებისათვის, მაგრამ კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ურიგო არ იქნებოდა უფრო მეტად პრაქტიკული ხასიათის ტრენინგები.
·         ბოლოს მთელი სკოლის საზოგადოება შევთანხმდით, რომ ჩვევები, რომელიც მოსწავლეებს განუვითარდათ კვლევის პროცესში საჭიროებს სტიმულებით განმტკიცებას, გადაწყდა კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით გავაგრძელოთ მუშაობა ამ კუთხით.
რეკომენდაციები გაეცნო სასკოლო საზოგადოებას. ყველა ერთად შეჯერდა და გამოთქვეს  სურვილი, მსგავსი აქტივობები მეტად იყოს  გათვალისწინებული სწავლა- სწავლების პროცწსში, რათა ამ ტიპის სწავლება დაინერგოს  სასწავლო პრაქტიკაში.



მოსწავლეთა სარგებელი,
 მოსწავლეთა
ტრანზიტულობა, პრაქტუკული უნარები, ჩართულობა, კრეატივი, გარემოს აღქმა, ინფორმაციის მოძიება, შესწავლა, ანალიზი, სინთეზი, ტრანსფერი, მოთხოვნილებები  ჰობები, შესაძლებლობები, საკუთარი თავის რწმენა, თანამშრომლობა, პრაქტიკული;
სკოლის სარგებელი
გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვა,  სასწავლო პროცესის უკეთ მართვა, სწავლებისარაფორმალური განათლების დეფიციტის დაძლევა;

მასწავლებელთა  სარგებელი
ინოვაციური მიდგომემი, მუშაობისწარმართვა, პროცესის დაგეგმვა და მართვა, რომ სწავლა გადაიქცეს სახალისო მუშა პროცესად, საფრთხის  პრევენციები,     ტრანსფერის უნარის განვითარება ხელს უწყობს  მიღწეული შედეგების შეფასებას  და კვლევითი პრაქტიკის დანერგვას  სასწავლო პროცესში;მასწავლებელმოქნილობა, შეხედულებები, დამოკიდებულებები გახდა ეფექტური და  დაეხმა მას გახდეს უფრო თავდაჯერებული;პედაგოგსგაუჩნდა მეტი პატივისცემა საკუთარი პროფესიის მიმართ;









თავი V
დასკვნა
სსიპ  ქალაქ  ქუთაისის N7 საჯაროსკოლაში  დაიგეგმა და განხორციელდა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ბიოლოგიის მასწავლებელ  ლალი კურცხალიას და მათემატიკის მასწავლებელ ნინო ბარათაშვილის მიერ
 კვლევის მიზანია,,მოსწავლეთა ტრანზიტულობაზე  გათვლილი სასწავლო პროცესის  სწორად დაგეგმვა,  წარმართცა   და მისი როლი სწავლა-სწავლების პროცესის განვითარებაში“ ამ მხრივ არსებული პრობლემების გამოვლენა, მათი გადაჭრის გზების ძიება,  ინტერვენციების განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება..
შეირჩა სამიზნე ჯგუფი XI- კლასის მოსწავლეები,  სხვადასხვა საგნის პედაგოგები.
ყველა სამეცნიერო პრაქტიკა და ჩვენი კვლევის თვისობრივი ანალიზით დასტურდება, რომ პრაქტიკული მეცადინეობები კონკრეტულ სიტუაციაში გადატანის და გამოყენების საუკეთესო გარემო და საშუალებაა, საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო  ფორმატით,  შესაბამისად ჩვენი კვლევის ფარგლებშიდაიგეგმა და განხორციელდა  ინტეგრირებული პრაქტიკული მეცადინეობები,,მასწავლებელმა მოსწავლეს სამოქმედოდ განწყობილ ძალე­ბზე გათვლილი სასწავლო აქტივობები უნდა მიაწოდოს“ დ. უზნაძე,
დაგეგმოლმა ინტერვენციებმა და კვლევითმა საქმიანობამ დაგვანახა პრაქტიკული მეცადინეობების მხრივ სკოლაში არსებულ მდგომარეობა და  ჩვენ რეალობაზე მორგებულმა სინთეზურმა საქმიანობებმა  მოახდინა ამ კუთხით სწავლების  კორექცია... ყველას კარგად გვესმის, რომ სკოლა ზრუნავს და ახერხებს  კიდეც მოსწავლეებს განუვითაროს ცოდნის რელიზების, კრეატიული, ანალიტიკური და ტრანზიტული უნარები, ასწავლოს თანამშრომლობა, გუნდურობა, კომუნიკაცია,უნარ-ჩვევები, რომლებიცყველანაირსიტუაციაშიგამოადგებათ.  
ამიტომარისპრაქტიკული მეცადინეობების მეტი დაგეგმვა, ჩატარება აუცილებელი, რომელიც ორიენტირებულიაისეთიცოდნისადაუნარებისდემონსტრირებაზე, რომელიცშინაგანმოტივაციაზედაფუძნებითბავშვებშიცხოვრებისეულღირებულებებსადაუნარებსავითარებს.
კვლევის შდეგების ანალიზით დადასტურდა, რომ სწორად დაგეგმილი საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო პრაქტიკული მუშაობები  რეალურად არის  შედეგისმომტანი....
ამ ტიპის აქტივიბებით ხდება ბავშვების პრაქტიკული უნარებისა და მრავალმხრივი ცოდნის  განვითარება. სწორი მიდგომებით  მუშაობის საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა  გადააქცია სასიამოვნო, შემეცნებით სასწავლო პროცესად, სადაც მოსწავლეებმა გარე სტიმულების გარეშე მიაღწიეს  თვით - აქტუალიზაციას.  მოსწავლეები თითქოს დიდ საწარმოში მუშაობდნენ, სადაც თავისუფალი იყო მათი არჩევანი, თვითონვე უნდა აღმოეჩინათ პრობლემა და მოეძებნათ მისი გადაჭრის ოპტიმალური გზები, ეწერმოებიათ გამოთვლები,  შეექმნათ დიაგრამები, რაც მათგან მოითხოვდა  გაგება, გააზრება, გამოყენებას... 
გატარებული ინტერვენციების შედეგადXI კლასისსასკოლო ცხოვრება შეიცვალა იმ კუთხით, რომ გაიზარდა  მოსწავლეთა ტრანზიტულობა,  კრიატიული ინიციატივები და  ინტერესი სწავლისადმი შესაბამისად საგაკვეთილო  და არასაგაკვეთიკო პროცესების ხარისხიც უფრო წარმატებული გახდა.  მშობლები კმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ მათ შვილებს გაუუმჯობესდათ ქცევა, გააქტიურდნენ  და  უფრო კარგი ურთიერთობები აქვთ როგორც მასწავლებლებთან ასევე ოჯახის  წევრებთან. 
   პრაქტიკის კვლევაზე მუშაობისას ორგანიზების ფორმად ავირჩიეთ წყვილებში მუშაობა, ხშირად გვიმსჯელია სასკოლო პრობლემებზე და ჯეროვანი გადაწყვეტილებებიც მიგვიღია,  რაც ძალიან წაადგა ჩვენს სასკოლო ცხობრებას... ვიცოდით რა პრაქტიკის კვლევა საუკეთესო საშუალებაა პრობლემის ანალიზისა და აღმოფხვრისათვის გადავწყვიტეთ წყვილში გვემუშავა ამ საკმაოდ ფესგადგმულ ხელის შემშლელ პრობლემაზე.  კიდევ ერთხელ  გადავხედეთ რა უპირატესობები აქვს წყვილებში მუშაობას და მოერგებოდა თუ არა ის ჩვენს რეალობას,   პროცესში კი  კიდევ უფრო დავრწმუნდით ჩვენი დაწყვილების რელევანტურობაში , ის მომენტი, რომ  კოლეგებმა ჩვენი თანამშრომლობა აღიარეს და  პრაქტიკული კვლევის მიზანიც შეიძლება ითქვას,რომ  მიღწეულია  უფლება გვაქვს, ვაღიაროთ რომ  ჩვენი ტანდემი შედგა.... 
კვლევითმა საქმიანობამ მოტივაციაგვიმაღლა ჩვენ და მთელ სასკოლო საზოგადოებას.






ბიბლიოგრაფია

1. ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf

ჩემი შესვლის დრო 05.02.2019.


2.    ს.  ლობჯანიძე. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი.     http://mastsavlebeli.ge/?p=281

ჩემი შესვლის დრო 07.02.2019.



3.      გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014)  მანანა ბოჭორიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=1915
ჩემი შესვლის დრო 12.02.2019.

4.  განწყობის ფსიქოლოგია  დიმიტრი უზნაძე.


  5.    http://mastsavlebeli.ge/?p=2302   

  6.       http://mastsavlebeli.ge/?p=1814

 ჩემი შესვლის დრო 12.03.2019.


 8.   განმარტებითი ლექსიკონი /ეროვნსასწგეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008].

9.პრაქტიკულიმუშაობაბავშვებთან


https://www.dswy.eu/.../praqtikuli_mushaoba_bavshvebtan_ge%20...
           
Traduire cette page
პრაქტიკულიმუშაობაბავშვებთან. შესავალიწიგნი
ჩემი შესვლის დრო 05.03.2019.


10. კითხვებიდავიდპერკინსისგანათლებისთეორიაზე | mastsavlebeli.ge
mastsavlebeli.ge/?p=2447
ჩემი შესვლის დრო 12.03.2019.

11. პიაჟე ჟან 
სახელმძღვანელო „პროფესიული უნარები’ 2008 წელი.
,, ინტელექტის განვითარების თეორია’’  გვ 87









დანართი #1- ანკეტა
XIკლასის  მოსწავლეებს და მასწავლებლებს

სახელი, გვარი
-------------------------------------------------

კითხვა
გსურთ თუ არა მონაწილეობა მიიღოთ კვლევაში?

        სსიპ ქალაქ  ქუთაისის N7 საჯარო  სკოლაში ტარდება  კვლევა,  რომლის მიზანია,,მოსწავლეთა ტრანზიტულობაზე  გათვლილი სასწავლო პროცესის  სწორად დაგეგმვა,  წარმართცა   და მისი როლი სწავლა-სწავლების პროცესის განვითარებაში“
თქვენი, როგორც პედაგოგის  /მოსწავლის/ მონაწილეობა ამ კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია.

გთხოვთ მონიშნეთ შესაბამისი უჯრედი

  დიახ  


  არა


მადლობა   თანამშრომლობისათვის.


დანართი#2- სხვადასხვა საგნის პედაგოგებისათვის
ანკეტა
კითხვა#1 გთხოვთ გვიპასუხოთრამდენად ხშირად იყენებთ პრაქტიკულ მეცადინეობებს  სასკოლო  პრაქტიკაში?
გთხოვთ მონიშნეთ შესაბამისი უჯრედი
საგაკვეთილო პროცესი                             


კი

არა


ზოგჯერ

არასაგაკვეთილო პროცესი                             


კი

არა


ზოგჯერ


კითხვარი

კითხვა   გაიხსენეთ   და ჩამოთვალეთ საკუთარი ან სხვისი პრაქტიკიდან  პრაქტიკული მუშაობების  ხელშემშლელი ფაქტორები და პირობები? როგორ დაძლიეთ,  რა პრობლემას ვერ გაუმკლავდით?
ასეთის არსებობის შემთხვევაში
- გთხოვთ აღწეროთ პრობლემა ?
(ეთიკის ნორმების დაცვით)
- როგორ შეძელით პრობლემის მოგვარება ?




მადლობა თანამშრომლობისათვის.















დანართი #3
კითხვარი მოსწავლეებისთვის

         სსიპ ქალაქ ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში  ტარდება  კვლევა,  რომლის მიზანია,,მოსწავლეთა ტრანზიტულობაზე  გათვლილი სასწავლო პროცესის  სწორად დაგეგმვა,  წარმართცა   და მისი როლი სწავლა-სწავლების პროცესის განვითარებაში“.
თქვენი, როგორც მოსწავლის მონაწილეობა ამ კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია.  მიღებული ინფორმაცია ანონიმურია და საჭირო არ არის კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.


მოგმართათ თხოვნით მოკლედ გადმოგვეცით პასუხი კითხვაზე


კითხვა: კითხვა-1 გთხოვთ გვიპასუხოთ, რა ტიპის სასწავლო აქტივოვაში ერთვები მეტი ხალისით ხალისით?

  ------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------

მადლობა თანამშრომლობისათვის.

სსიპ. ქ.ქუთაისის N7 საჯარო სკოლის
                 მათემატიკის მასწავლებლის ნინო ბარათაშვილის
            პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია

         2018-2019 სასწავლო წელს  ჩავატარეპედგოგიურიპრაქტიკის კვლევა შემდეგ თემაზე: ,,ტრანზიტულობა და მისი როლი ტრანსფერული ცოდნის განვითარებაში’’.
       კვლევის მიზანს წარმოადგენდა: დავადგინომოსწავლეებში ცოდნის ტრანსფერის დაბალი უნარის გამომწვევი პრობლემები და კვლევის პროცესში დავსახო და განვახორციელო გარკვეული სამუშაოები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
       სამიზნე ჯგუფად, შერჩეულ იქნა XI პირველი კლასი, რომელსაც  მე ვასწავლი მათემატიკას, ლალი კურცხალია კი,  ბიოლოგიას. ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, პირდაპირ თუ ირიბად აუცილებელია მათემატიკური გამოთვლების გამოყენება. თანამედროვე ცხოვრებაში ინფორმაციის უხვი რაოდენობა მოითხოვს სტატისტიკურ ანალიზს, დიაგრამების და გრაფიკების შედგენას და ა.შ.
       სწავლის პროცესში გამოვლინდა, რომ მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე კარგად ართმევენ თავს ასეთი ტიპის სავარჯიშოებს, სხვა საგნებში კი,იგივე ცოდნის გამოყენება შედარებით უჭირთ.
        გამოვკვეთეთ ძირითადი პრობლემა: მოსწავლეებში ტრანსფერულიცოდნის დეფიციტი.
       შევეცადე დეტალურად გამოეკვლია პრობლემის მიზეზები და დამესახა მისი  აღმოფხვრის გზები, რამაც კონკრეტულ კლასში გააუმჯობესამოსწავლეთა სააზროვნო და პრაქტიკული უნარები.
       კვლევის ყველა ეტაპიზემიღებული შედეგებიკოლეგებს გავუზიარე, რაც საინტერესო და სასარგებლოა, როგორც მათთვის, ასევე ჩემთვის.საჭიროდ მივიჩნიეკვლევის სრული ანგარიშის მათთვის წარდგენა. მოვაწყვე განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია.
       ხსენებულ შეხვედრას ესწრებოდა ყველა პედაგოგი მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების კათედრებიდან და რამდენიმე სხვა კათედრის წარმომადგენელი. კოლეგებისთვის წარდგენილი პრეზენტაციის დროს ძირითადი აქცენტები გაკეთდა შერჩეული თემის აქტუალობაზე, თემის შესაბამის ლიტერატურაზე, კვლევის მეთოდოლოგიაზე, მონაცემთა ანალიზის შედეგებზე და გამოკვეთილ მიგნებებზე. გარდა ხსენებული ინფორმაციისა, კოლეგებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა კვლევის ანალიზის საფუძველზე მიღებული შედეგების/მიგნებების შესაბამისი ინტერვენციები და  მათი შეფასება. შეხვედრაზე კოლეგებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია კვლევის ნაკლოვანებებსა და მათი დაძლევის რეკომენდაციებზე. გარდა ამისა, საპრეზენტაციო მასალაში წარმოდგენილი იყო კვლევის ანალიზის შესაბამისი დიაგრამებიც.
          კოლეგებისთვის წარდგენილ კვლევის პრეზენტაციას აქვს შემდეგი ძლიერი მხარეები:
·         თემა აქტუალურია.
·         შეიცავს საინტერესო სამეცნიერო ლიტერატურას.
·         ინტერვენციები პასუხობს მიზანს და თანამედროვე მოთხოვნებს.
·         სკოლის რეალობას მორგებულია.
·         გაწეული მუშაობის და მთელი მასალის ანალიზით გაკეთებული დასკვნები და რეკომენდაციები დაეხმარება ჩემს კოლეგებს შემდგომ საქმიანობაში
   შეხვედრაზე ასევე განვიხილე მუშაობის ნაკლოვანებები ( მშობლების ჩართულობა ).
     პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა დისკუსიის ფორმატში და დამსწრე      საზოგადოებას მიეცა კითხვების დასმის საშუალება, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეკითხვებზე გაცემული პასუხებით კოლეგებმა დააზუსტეს:
·         რა ტიპის პრობლემები შემექმნა კვლევის მიმდინარეობისას და რას ვერ გავუმკლავდი.
·         კვლევის მეთოდების და ინსტრუქციები შერჩევის პრინციპი და ა.შ.
        დისკუსიის დასრულების შემდეგ კოლეგებმა გამოთქვეს შემდეგი მოსაზრებები კვლევის შესახებ.
1.      ეს კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან მათემატიკის გაკვეთილზე ტრანსფერული უნარების განვითარება. დღევანდელი სკოლის მნიშვნელოვანი პრობლემაა, მეც მონათესავე საგნის მასწავლებელი ვარ და ბევრი რამ აღმოვაჩინე,  რაც ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას წაადგება.საგანში ტრანსფერული უნარების განვითარების მიზნით საინტერესო აქტივობები დაიგეგმა და განხორციელდა.
2.      კვლევა არის პრაგმატული და კრეატიული, მასწავლებელი შემოქმედებითად ჭრის დასმულ პრობლემას. მრავალფეროვანი ინტერვენციები პროცესს სახალისოს ხდის.
3.      სასკოლო საზოგადოებას გაეცნო დევიდ პერკინსის ნაშრომები ცოდნის ტრანსფერის შესახებ, რაც ყველა საგნის სწავლებაში გამოყენებადია ჩართულობის და მოტივაციის ამაღლებისათვის, ასევე სწორად იყენებს მკვლევარი სხვა სამეცნიერო დასკვნებს.
4.      მთელი წლის განმავლობაში თვალს ვადევნებდი და ვაკვირდებოდი კვლევის მიმდინარეობას, მუშა პროცესი მართლაც დინამიური და სახალისო იყო. ჩემი აზრით,  კიდევ ერთმა კვლევამ დაადასტურა,  რომ პრობლემები არსებობს, მაგრამ მასთან ბრძოლა გვმართებს და ამ საქმიანობამ ცხადყო, რომ მოგვარება შეიძლება.
   ვთვლი, რომ განხორციელებული კვლევის ფარგლებში მიზანი მიღწეულია. დადებითმა უკუკავშირმა კიდევ ერთხელ წამახალისა და შემიქმნა პოზიტიური განწყობა მომავალი საქმიანობისადმი.
        
კვლევა ატვირთულია:  http://baratashvilinino.blogspot.com/

კვლევის ავტორი:
   სსიპ ქ.ქუთაისის N7 სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
   ნინო ბარათაშვილი.







Комментариев нет:

Отправить комментарий