воскресенье, 13 марта 2016 г.

ინტელის პროექტი

სიმაღლეში ზრდის ტენდენცია სასკოლა ასაკის გოგონებისა და ვაჟებისათვის

კურსის რეფლექსია

ინტელის პროგრამამ ,,პროექტებით სწავლა” გამიადვილა სასწავლო პროექტების მომზადება და განხორციელება. ვისწავლე პროექტის გეგმის ელექტრონული ვერსიის შექმნა, პრეზენტაციის შექმნა, ბროშურის მომზადება,შეფასების სქემებისა და რუბრიკების დამზადება, ელექტრონული საქღალდის შექმნა და დისკზე განთავსება. პროექტის მომზადება და ბლოგზე გამოქვეყნება.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

მე-6 დღის რეფლექსია

21-ე საუკუნის უნარებით და სტანდარტით ჩამოვაყალიბეთ მიზანი ჩვენი პროექტისათვის. შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს და ამ სტრატეგიების მიხედვით ჩამოვაყალიბეთ შეფასების გეგმა ჩვენი პროექტისათვის, გავეცანით შეფასების მზა ფორმებს.
მე-3 მოდულში ვნახეთ სხვადასხვა საძიებო და სპეც. საძიებო სისტემები. გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას და გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონს. ვისწავლეთ საქაღალდის შეკუმშვა და გაგზავნა ფოსტით. 

воскресенье, 14 февраля 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისითდამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. განვიხილეთ ზოგადად პროექტებით სწავლების დადებითი მხარეები, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად. ვისწავლეთ პორთფოლიოს საქაღალდეს შექმნა და მასში დოკუმენტების შენახვა., ვისწავლეთ როგორ შევქმნათ ეფექტური პროექტი, ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტით სწავლების თემაზე. გავეცანით ბუკლეტის შაბლონს და დავამზადეთ ბუკლეტი.